განჩინება სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/33
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/33

         

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის 19 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

   ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

   ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია №2/33 სამოქალაქო საქმე სს ,,კოლხური აბრეშუმის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ.

   სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება.

  სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოწვეულ იქნეს სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება 2013 წლის 9 იანვარს , 1 4:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:

ა) კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება .

2.    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3 ).

3.    განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე – www.geocourts.ge .

4.    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

         მოსამართლე                  გენადი მაკარიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „განჩინება სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „განჩინება სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.12.2012.
როდის იქნა მიღებული „განჩინება სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„განჩინება სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 19.12.2012. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/33.
სად არის „განჩინება სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „განჩინება სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/33, 19.12.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1802320/