ამონაწერი სს „პოლიგრაფისტი“-ს სასამართლო სხდომის ოქმიდან

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

     

ამონაწერი

სასამართლო სხდომის ოქმიდან

 

2013 წლი ს 16 თებერვალი

 

ქ. ქუთაისი

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ლალი ტურავა

კრების თავმჯდომარე აცხადებს: იმის გათვალისწინებით, რომ კრედიტორებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ სს „პოლიგრაფისტის ” მიმართ გახსნილ გადახდისუუნარობის საქმეზე მოხდეს მომრიგებელი საბჭოს შექმნა, რისთვისაც სავალდებულოა მომრიგებელი საბჭოს წევრობის კანდიდატთა წარმოდგენა და შემდგომ მათი არჩევა, რაც დღევანდელ კრებაზე შეუძლებელია, რადგან არ არის დამტკიცებული კრედიტორთა რეესტრი საბოლოო სახით, განსახილველია რიგი კრედიტორთა მოთხოვნებისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორთა კრება უნდა გადაიდოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-4, მე-5, მე-7, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 . სს „პოლიგრაფისტის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს.

2. კრედიტორთა კრება ჩაინიშნოს 2013 წლის 5 მარტს, 13:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

      მოსამართლე გენადი მაკარიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ამონაწერი სს „პოლიგრაფისტი“-ს სასამართლო სხდომის ოქმიდან“?
დიახ, სასამართლოს აქტები „ამონაწერი სს „პოლიგრაფისტი“-ს სასამართლო სხდომის ოქმიდან“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.02.2013.
როდის იქნა მიღებული „ამონაწერი სს „პოლიგრაფისტი“-ს სასამართლო სხდომის ოქმიდან“?
„ამონაწერი სს „პოლიგრაფისტი“-ს სასამართლო სხდომის ოქმიდან“ მიღებულია 16.02.2013. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „ამონაწერი სს „პოლიგრაფისტი“-ს სასამართლო სხდომის ოქმიდან“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.02.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „ამონაწერი სს „პოლიგრაფისტი“-ს სასამართლო სხდომის ოქმიდან“, №0, 16.02.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1853011/