აქციონერთა რიგგარეშAე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№20120906-1
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

განცხადება

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას” სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2012 წლის 26 სექტემბერს 11:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ლიბერთი თაუერი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74, მე-9 სართული.

 

დღის წესრიგი:

1. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას” მიერ სესხის აღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

2. გასაფორმებელი სესხის, გირავნობებისა და იპოთეკის ხელშეკრულებების პროექტების მოწონება.

3. სხვა მიმდინარე საკითხები.

დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატში. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტების მოთხოვნა დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოსაგან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში 2012 წლის 16 სექტემბრამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას” აქციონერთა 2012 წლის 26 სექტემბრის რიგგარეშე საერთო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი სს „კავკაზრეესტრი”, 2012 წლის 6 სექტემბრის (საერთო კრების სააღრიცხვო თარიღი) მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2012 წლის 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, ლიბერთი თაუერი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74ა, სართ. 2.

 

გენერალური დირექტორი     გ. აბდუშელიშვილი