თ. ჩერქეზიშვილის კერძო საკუთრებაში არსებული გ. გაბაშვილის სურათისათვის ,,ელენე მაჩაბლის პორტრეტი“ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03/41
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №03/41

2012 წ. 21 აგვისტო                                                   

 ქ. თბილისი

თ. ჩერქეზიშვილის კერძო საკუთრებაში არსებული გ. გაბაშვილის სურათისათვის ,,ელენე მაჩაბლის პორტრეტი“ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ–კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის, ასევე ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 52 -ე, 53 -ე, 55 -ე, 56 -ე მუხლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად , ვბრძანებ :

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი საქართველოს მოქალაქე თამარ ჩერქეზიშვილის კერძო საკუთრებაში არსებულ გ. გაბაშვილის სურათს ,,ელენე მაჩაბლის პორტრეტი“, თანახმად დანართში მითითებული საარღიცხვო ბარათისა.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, აღნიშნული სურათისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემების ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

       ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7).

 

ნ . რურუა   

         

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათი

სხ–2805          

                   

     

 

 

 

1. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობა

სახვითი ხელოვნების

2. ავტორი/სკოლა

გ. გაბაშვილი

3. დასახელება

ელენე მაჩაბლის პორტრეტი

4. შექმნის დრო და ადგილი

XX საუკუნის დასაწყისი, საქართველო

5. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი

თ. ჩერქეზიშვილის კერძო კოლექცია

6. მასალა, ზომა

ტილო, ზეთი, 50,5 X37 სმ

7. ფიზიკური მდგომარეობა

დაზიანებული