„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№182/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.016448
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1 82/ნ

2012 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 210211, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016055) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

,,11. სტუდენტები, რომლებიც არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ, 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თავისუფლდებიან ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან, რისთვისაც ცენტრის მიერ დადგენილი განცხადების ფორმი ს შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში მიმართავენ ცენტრს. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.სტუდენტი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, რომ იგი ნამდვილად სწავლობს არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ . დეკანოიძე