„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№68/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.018323
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №68/ნ

2023 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ის პირი, რომელიც შესულია ამ დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში, მაგრამ ვერ მოხვდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის ერთიან აქტში დადგენილ ვადაში დაწესებულებისათვის არმიმართვის გამო, უფლებამოსილია მიმართოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის სექტემბრამდე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მხედველობაში მიღებით დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რექტორის აქტი იგზავნება სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ამ გზით პირის ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინოდარ პაპუკაშვილი