„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №66/ნ |
|
2017 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (დანართი №1) მე-40 მუხლის 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„28. 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტთა მიღების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 2017 წლის 15 აპრილის ჩათვლით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ანკეტაში საგანმანათლებლო პროგრამის დასამატებლად. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეს და 2017 წლის 24 აპრილის ჩათვლით უგზავნის მას ცენტრს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|