„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.018256
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №01/ნ

2023 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 



მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 49-ე პუნქტი:

„49. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილისგან განსხვავებული ვადები მხოლოდ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ პროგრამებს. ამ პუნქტის მიზნებისათვის, მე-13 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განხორციელდეს ანკეტის ელექტრონული ფორმით შევსების გარეშე, დოკუმენტბრუნვის ოფიციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განსაზღვრული ფორმით. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია უზრუნველყოს ცენტრისათვის დადასტურებული მონაცემების მიწოდება ელექტრონულად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ მახარაშვილი