„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.016758
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №23/ნ

2014 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების  ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18  თებერვლის  №19/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/02/2011, 430010000.22.022.016055) დამტკიცებულ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში (დანართი N1) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1.  23-ე  მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის  ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ –„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.“

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „გ“ –„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება ტესტირებიდან, რაც ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“;

გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:

,,ა1) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

2. მე-40 მუხლს დაემატოს მე-19 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,19.  2014 წლის 21 მარტამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2014 წელის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტთა მიღების მიზნით ანკეტის წარდგენის უფლება აქვს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელმაც 2014 წლის 1 იანვრამდე წარადგინა საავტორიზაციო განაცხადი და რომელის ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება 21 მარტამდე. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.03.2014.
როდის იქნა მიღებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №23/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.22.022.016758.
რამდენი მუხლისგან შედგება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.03.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №23/ნ, 04.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016758 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2263721/