“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №158
2012 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016330) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ღ.ბ“, „ღ.გ“ და „ყ.ბ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.”.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე.“.
3. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი.
4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით სამსახურში შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული ერთეული – სამსახურის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება).“.
5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური: თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი ტერიტორია, ასევე მუხათგვერდი;“.
6. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები.
7. მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ქ. თბილისის (თვითმმართველი ქალაქის) და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ქ. ქუთაისის (თვითმმართველი ქალაქის) ტერიტორია, ხოლო ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ქ. ბათუმის (თვითმმართველი ქალაქის) ტერიტორია. სააგენტოს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ასევე უფლებამოსილნი არიან ადგილზე მომსახურების მიზნით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე მიიღონ განაცხადი იმ მომსახურების განხორციელებაზე, რომელიც არ განეკუთვნება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განსახორციელებელ მომსახურებას.
6. ქორწინების რეგისტრაციისას ქ. თბილისის №1 და №3 ქორწინების სახლების სამოქმედო ტერიტორიაა ქ. თბილისის (თვითმმართველი ქალაქის) და ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. ქ. თბილისის №1 და №3 ქორწინების სახლები, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ქორწინების სახლები ქორწინების რეგისტრაციის მოწმობას გასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა შესაბამის სამსახურში.“.
ზ. ადეიშვილი