„სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№382
სარეგისტრაციო კოდი
040110050.10.003.017054
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№382

2012 წლის 17 სექტემბერი

 ქ. თბილის ი

„სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №326 დადგენილებ აში (სსმ, 29/10/2010) შეტანილ იქნეს ცვლილებ ა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ ი დებულებ ის:

1. პირველი მუხლის მე-3 – მ ე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს ვადით და სასყიდლით. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სახელმწიფო ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურს განსაზღვრავს სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო.

4. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაციას, გადაცემიდან 1 თვეში, წარუდგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – ქონების სა აგენტო ).

 5. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის მიზანია, სარგებლობის უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ სარგებლობაში გადაცემის სა ფას ურს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდება პირობებით – სარგებლობის უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს ყველაზე მაღალ სარგებლობაში გადაცემის სა ფას ურ ს შესთავაზებს.

6. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, საჯარო აუქციონის საფუძველზე, ქონების სააგენტოს თანხმობით გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების სააგენტო .“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ქვეპუნქტ ები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადასაცემი სახელმწიფო ქონების საწყის სარგებლობ აში გადაცემის საფასურს;

ვ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს სახელმწიფო ქონების საწყის ს არგებლობაში გადაცემის 3 თვის საფასურ ს , ხოლო 3 თვეზე ნაკლები ვადით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, საწყისი სარგებლობ აში გადაცემის საფასურის 30%-ს. წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 კვირით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გადაცემის ვადას;“;

ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21 . სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადამცემი ორგანო უფლებამოსილია, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით დაინტერესებულ პირს, სახელმწიფო ქონების აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთხოვოს ამ ქონების საწყისი სარგებლობ აში გადაცემის საფასურის 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა, რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან/და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ამ მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარებ ის თარიღს.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ ი პირ ის შესახებ , იმ სახელმწიფო ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურს, რომლის სარგებლობის უფლებით მიღებაც სურს მონაწილეს. განაცხადში უნდა აისახოს მონაწილეობის მიღების მსურველი პირის თანხმობა პირობების შესრულების შესახებ;

ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც საჯარო აუქციონის განმახორციელებელ ორგანოს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით, ქონების სააგენტოს მიერ ჩატარებული აუქციონისას ), ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს;“.

4. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 – მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურს, ბიჯს (ყოველი კონკრეტული სახელმწიფო ქონებისათვის ბიჯის სიდიდეს განსაზღვრავს სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო).

5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი სარგებლობა შ ი გადაცემის საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ სარგებლობაში გადაცემის საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების ა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი სარგებლობაში გადაცემის საფასური შესთავაზა, ითვლება გამარჯვებულად.

7. თუ საჯარო აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებული პირის ინიცი ი რების საფუძველზე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეები არ დარეგისტრირდნენ (არ წარმოადგინეს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია), ინიციატორის მიერ მე-2 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები არ გამოცხადდებიან აუქციონზე, ან მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა ჩაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით, ქონების სააგენტოს მიერ ჩატარებული აუქციონის შემთხვევაში) , ხოლო თუ მონაწილის გამოუცხადებლობის ან/და დამსწრე მონაწილის მიერ სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობის მიუხედავად აუქციონი შედგება, მაშინ იმ მონაწილეს, რომელიც არ გამოცხადდა აუქციონზე ან/და დამსწრე მონაწილეს, რომელმაც სააუქციონო ვაჭრობაში არ მიიღო მონაწილეობა, უბრუნდება საბანკო გარანტია/ბე, აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარულ დღ ე ში. თუ სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებული პირის ინიც ი ირების საფუძველზე გამოცხადებული აუქციონი შედგა ან არ შედგა, მაგრამ აუქციონში დარეგისტრირებული იყო ერთი მონაწილე მაინც, ინიციატორს მე-2 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული საგარანტიო თანხა დაუბრუნდება აუქციონის დასრულებიდან არა უგვიანეს 7 კალენდარულ დღ ეში , გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული თანხა გამოყენებულ იქნა მე-2 მუხლის 22   პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარულ დღ ე ში.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით, ქონების სააგენტოს მიერ ჩატარებული აუქციონის შემთხვევაში) , თუ:

ა) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერ ის თაობაზე ;

ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა უარი განაცხადა საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერ ის თაობაზე;

გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით ა და ამ დებულებით დადგენილი წესი ან/და პირობები.“.

5. მე-5 მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან 15 კალენდარულ დღ ეში მხარეთა (სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოსა და სახელმწიფო ქონების მიმღებს) შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.

2. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობ აში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.

3. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ ი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:

ა) გადაცემული სახელმწიფო ქონების დასახელება;

ბ) ცნობები აღნიშნული სახელმწიფო ქონების გადამცემისა და მიმღები სუბიექტის შესახებ;

გ) სარგებლობა შ ი გადაცემის საფასურის ოდენობა და მისი გადახდის პირობები;

დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები სახელმწიფო ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;

ე) საჯარო აუქციონის საფუძველზე გადასაცემი სახელმწიფო ქონების გადაცემის პირობები და ვადები;

ვ) სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის ვალდებულება (უძრავი ქონების შემთხვევაში);

ზ) სხვა მონაცემები, გამოცხადებული საჯარო აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.“.

6. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სარგებლობ აში გადაცემის საფასური ს გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი