ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №193/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016459
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/09/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 502 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.apple-converted-space {} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml0, li.muxlixml0, div.muxlixml0 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №193/ნ 2012 წლის 19 სექტემბერი ქ. თბილისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს​1” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი” ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის №114/ნ ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხ. დეკანოიძე დანართი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მოსწავლის გადასვლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – მობილობა).     მუხლი 2🔗. მობილობის უფლების მქონე პირი მობილობის უფლება აქვს მოსწავლეს, რომლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე.     მუხლი 3🔗. მობილობა 1. მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში. 2. მობილობა დაუშვებელია პირველი კლასის პირველი სემესტრის მიმდინარეობისას, მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას და სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში. 3. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია , ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე. 4. ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა განათლების სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. 5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია , მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე , გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე , დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა.     მუხლი 4🔗. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობა წინამდებარე წესის შესრულებაზე პასუხისმგებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი.