„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის „ფაზისი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №73/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 212/ნ
2012 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,ფაზისი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №73/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,ფაზისი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №73/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 110511019, 17/05/2011 სარეგისტრაციო კოდი : 040030000.22.022.016110) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კოლეჯის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს 2 მოადგილ ე, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.
3. დირექტორის არყოფნისას ერთ-ერთი მოადგილ ე ასრულებს მის მოვალეობას.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე