„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ფაზისი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №73/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016532
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №12/ნ

2013 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,ფაზისი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №73/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  პროფესიული  კოლეჯის ,,ფაზისი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №76/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 110511019, 17/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016110) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კოლეჯის მიზანია:

ა) ფორმალური პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში –  პროგრამები) განხორციელება;

ბ) ტრენინგ-კურსების განხორციელება, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ ქვეპუნქტი:

,,თ1) ახორციელებს ტრენინგ-კურსებს, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი