სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.09.2012
ძალის დაკარგვა 10.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №898
სარეგისტრაციო კოდი 040110030.08.002.016655
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/09/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 19.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.HeaderChar { }
span.PlainTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:27.0pt .8in 4.5pt .8in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №89
8
2012 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო
საფასურის, საწყისი საპრივატიზებო
საფასურისა და
სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ
. სააკაშვილი
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და
სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს:
ა) სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს;
ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს.
2. ამ წესით არ რეგულირდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, ასევე იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი.
3. ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, წესში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) საპრივატიზებო საფასური – სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) საწყისი საპრივატიზებო თანხა − სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მინიმალური ღირებულება, რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება;
გ) საწყისი საპრივატიზებო საფასური − თანხა, რომლითაც ხდება სახელმწიფო ქონების საპრივატიზებოდ/მართვის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელიც შედგება საწყისი საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) საპრივატიზებო თანხა − თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური − სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას სარგებლობაში გადასაცემი ქონების მინიმალური თანხა, რომლითაც ხდება სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება;
ვ) სარგებლობაში გადაცემის საფასური − ქონების სარგებლობაში გადაცემისას მოსარგებლის მიერ სარგებლობისათვის გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება სარგებლობაში გადაცემის თანხისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) სარგებლობაში გადაცემის თანხა − ქონების სარგებლობაში გადაცემისას შესაბამის ბიუჯეტში გადასახდელი თანხა;
თ) ქონების მმართველი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს, საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ადგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას, ქონების მმართველს უფლება აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა განსაზღვროს აღნიშნული ქონების ნარჩენ საბალანსო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, ხოლო წილების და აქციების პრივატიზებისას – საწარმოს რეგისტრირებულ კაპიტალზე ნაკლებ ფასად.
მუხლი 2🔗. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყის საპრივატიზებო საფასურში შემავალი საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება:
ა) ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მიწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება საქართველოს პრეზიდენტის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის საფუძველზე შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ დადგენილი ნორმატიული ფასი.
3. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
მუხლი 3🔗. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
მუხლი 4🔗. მოძრავი ნივთის
საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
1. მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყის საპრივატიზებო საფასურში შემავალი საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
2. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი მოძრავი ნივთის პრივატიზება, განმეორებით აუქციონზე მისი საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ მოძრავი ნივთი ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის (შემდეგში - მომსახურების სააგენტო) განსაკარგავად გადაცემული ქონების საპრივატიზებო საფასური და საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება მომსახურების სააგენტოს მიერ, ქონების შეფასების (მომსახურების სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შეფასების ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დასკვნის) საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი პირობებით.
4. მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი
1. სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით სასყიდლით გადაცემისას ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება ქონების მმართველის მიერ, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო თანხის არანაკლებ 5 პროცენტის ოდენობით, გარდა იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურისა, რომლებიც არ ექვემდებარება პრივატიზებას.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, რომლებიც არ ექვემდებარება პრივატიზებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით აუქციონის საფუძველზე სასყიდლით გადაცემისას საწყის სარგებლობაში გადაცემის წლიურ საფასურს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
მუხლი 6🔗. წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
1. წილების და აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო თანხა, როგორც წესი, არ უნდა იყოს საწარმოს რეგისტრირებულ კაპიტალზე ნაკლები, გარდა ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. წილების და აქციების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას წილების და აქციების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
3. წილებისა და აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების და აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზებისას წილების და აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო საფასური (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში – საწყისი საპრივატიზებო საფასური) განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗. წილების და აქციების მართვის უფლებით გადაცემის საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
1. წილების და აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საპრივატიზებო თანხა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ქონების მმართველის მიერ.
2. წილების და აქციების პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.