1.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
უფლებამოსილია აუდიტის პროცესში მოიწვიოს ან/და ჩართოს სპეციალისტი, ექსპერტი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
ურთიერთობა მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სპეციალისტი, ექსპერტი არის პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა და რომელიც მოიწვევა სპეციალური გამოკვლევის ჩატარების მიზნით, აუდიტისათვის საჭირო გარემოებათა შესახებ სათანადო აქტის შესადგენად.
3. სპეციალისტსა და ექსპერტზე ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით, მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 31
პუნქტით დადგენილი უფლება-მოვალეობებისა.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.06.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.06.2012 კანონი №6550
- 24.11.2011 კანონი №5294
წინა რედაქცია (15.01.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. სპეციალისტები და ექსპერტები 1. კონტროლის პახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის პროცესში მოიწვიოს ან/და ჩართოს სპეციალისტი, ექსპერტი. კსახელმწიფონ აუდიტროლის პსალმსატხურის ურთიერთობა მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სპეციალისტი, ექსპერტი არის პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა და რომელიც მოიწვევა სპეციალური გამოკვლევის ჩატარების მიზნით, აუდიტისათვის საჭირო გარემოებათა შესახებ სათანადო აქტის შესადგენად. 3. სპეციალისტსა და ექსპერტზე ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 პუნქტის „გ“ ქრველი პუნქტით, იმავე მუხლის მე-43 პუნქტის „ბგ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-531 პუნქტით დადგენილი უფლება-მოვალეობებისა.