1. აუდიტის ობიექტს უფლება აქვს:

ა) აუდიტის პროცესში წარადგინოს შენიშვნები და მოსაზრებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) გაასაჩივროს აუდიტის ანგარიში ამ კანონით დადგენილი წესით.

2. აუდიტის ობიექტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მოსამსახურე სათანადო სამუშაო პირობებით, მათ შორის, სამუშაო ოთახით;

ბ) უზრუნველყოს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მოსამსახურე აუდიტის ჩასატარებლად საჭირო ყველა ინფორმაციით; იგი პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის ნამდვილობაზე, ობიექტურობასა და სისრულეზე;

გ) არ ჩაერიოს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მოსამსახურის საქმიანობაში, არ შეაფერხოს აუდიტის ჩატარება, ხელი შეუწყოს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მოსამსახურეს, დოკუმენტები სამუშაო საათების განმავლობაში ისე

შეამოწმოს, რომ არ შეაფერხოს აუდიტის ობიექტის მუშაობა
;

დ) გამოყოს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან
ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი
.

3. აუდიტის ობიექტი ვალდებულია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მიერ დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით წარადგინოს სრული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. შესაბამისი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში აუდიტის ობიექტს შეუძლია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
მიმართოს თხოვნით, გააგრძელოს ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ვადა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
უფლებამოსილია, აუდიტის ობიექტის თხოვნით, აღნიშნული ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ, არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.

4. (ამოღებულია –
24.11.2011, №5294).

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012