განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2019
საქმის ნომერი
330310018002748227
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 330310018002748227

საქმე №3-ბ-1444-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) ხატია არდაზიშვილი

მოსამართლეები - მირანდა ერემაძე

დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - მ---------------ე, ა-----–-------–---–ი, ბ------------------ე, გ---------------------–--ე

წარმომადგენელი - მ--------–----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმი

წარმომადგენელი - ნ-------------ა, თ----------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ---------------ის, ა-----–-------–---–ის, ბ------------------ის და გ---------------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 28 დეკემბრის N-------- ბრძანებით დამტკიცებული იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმა, ხოლო გენერალური აუდიტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის N-------- ბრძანებით ცვლილება შევიდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 28 დეკემბრის N-------- ბრძანებაში და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმა ჩამოყალიბდა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

 

აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმის მე-2 ნაწილის (აუდიტორული საქმიანობის გეგმა) მე-3 პუნქტის (შესაბამისობის თემატური აუდიტები) თანახმად, 2018 წლის აუდიტორული გეგმით განისაზღვრა 59 შესაბამისობის აუდიტის ჩატარება, აქედან: მუნიციპალიტეტებში - 26 შესაბამისობის აუდიტი, რომელთა შორის მიეთითა ო------------------–----–------ის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი.

 

1.2.2. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული იქნა ,,ო------------------–----–------ის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში N-----.“

 

დადგენილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შეფასებულ პერიოდში მოსარჩელე მ---------------ე იყო ო------------------–----–------ის გამგებელი, ა-----–-------–---–ი - ო------------------–----–------ის გამგებლის პირველი მოადგილე, ხოლო ბ------------------ე და გ---------------------–--ე - ო------------------–----–------ის გამგებლის მოადგილეები.

 

1.2.3. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული ,,ო------------------–----–------ის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში N-----“ მ---------------ემ, ა-----–-------–---–მა, ბ------------------ემ, გ---------------------–--ემ, მ-----–-–--–----ემ და ი-----–-------ამ გაასაჩივრეს ადმინისტრაციული საჩივრით 2018 წლის 04 ოქტომბერს (რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 05 ოქტომბერი, N--------).

 

1.2.4. 2018 წლის 09 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა N--------- სამსახურებრივი ბარათით მიმართა ამავე სამსახურის ადმინისტრაციის უფროსს და აცნობა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს შესულ მ-----------ის, ა-------–---–ის, ბ-------------ის, გ---------------–იძის, მ--–--–--აძის და ი-------ას ადმინისტრაციულ საჩივარზე (სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეგისტრაციის N--------) იურიდიულმა დეპარტამენტმა მოამზადა დასკვნა აღნიშნული საჩივრის ფორმალური მხარის შესაბამისობის შესახებ. ამდენად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსს ეთხოვა აღნიშნული დაკვნის პრეზიდიუმის წევრებისთვის მიწოდება.

 

ადმინისტრაციული საჩივრის ფორმალური მხარის შესაბამისობის შესახებ იურიდიული დეპარტამენტის დასკვნაში მიეთითა, რომ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს არ ახლავს აუდიტის ობიექტის - ო------------------–----–------ის სახელით აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთან დაკავშირებითაც გამოცემულია აუდიტის ანგარიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ საჩივრის ავტორი წარმოადგენს ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებული საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირს. ამდენად, იურიდიულმა დეპარტამენტმა მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, საჩივრის ავტორს უნდა მიეცეს შესაძლებლობა 5 დღის ვადაში წერილობით წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხზე.

 

1.2.5. 2018 წლის 10 ოქტომბერს შედგა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც განიხილებოდა მ-----------ის, ა-------–---–ის, ბ-------------ის, გ---------------–იძის, მ---–--–----ის და ი--------ას ადმინისტრაციული საჩივრის (სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეგისტრაციის N--------) წარმოებაში მიღების საკითხი. სხდომაზე პრეზიდიუმის წევრების მიერ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2018 წლის 5 ოქტომბერს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ავტორებს: მ-----------ეს, ა-------–---–ს, ბ-------------ეს, გ---------------–იძეს, მ--–--–--აძესა და ი-------ას ეთხოვათ წარედგინათ წერილობითი მოსაზრება ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის 2018 წლის 10 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი (N--------) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 11 ოქტომბრის N-------- წერილით გადაეგზავნათ მ---------------ეს, ა-----–------–---–ს, ბ------------------ეს, გ---------------------–--ეს, მ-----–-–--–----ეს და ი-----–-------ას.

 

1.2.6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 11 ოქტომბრის N-------- წერილის პასუხად, 2018 წლის 16 ოქტომბერს (რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 22 ოქტომბერი, N18333/01) მ----------------ემ, ა-----–-------–---–მა, ბ------------------ემ და ი-----–-------ამ წერილით მიმართეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს.

 

წერილში მიუთითეს, რომ ისინი მართებულად მიიჩნევენ, თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმი, როგორც კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანო, გამოიყენებს კანონით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას და მ-----------ის, ა--------–---–ის, ბ-------------ის, გ---------------–იძის, მ--–--–--აძის და ი-------ას 2018 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებულ ადმინისტრაციულ საჩივარს მიიღებს წარმოებაში.

 

1.2.7. 2018 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის მიერ მიღებული იქნა N-------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მ-----------ის, ა--------–---–ის, ბ-------------ის, გ---------------–იძის, მ--–--–--აძის და ი-------ას 2018 წლის 5 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივარი (სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეგისტრაციის N--------) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული ,,ო------------------–----–------ის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის შესახებ“ აუდიტის N----- ანგარიშის თაობაზე, დარჩა განუხილველი.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატუსსა და დამოუკიდებლობის გარანტიებს, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით. მითითებული ორგანული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის N14/37 ბრძანებით დამტკიცდა ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“. აღნიშნული რეგლამენტის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი (შემდგომში – რეგლამენტი) განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) ორგანიზაციასა და საქმიანობის წესს, მათ შორის: მის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, პრეზიდიუმის უფლებამოსილების განხორციელების წესსა და შიდა საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს.

 

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებლად განსაზღვრავს წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმას, ხოლო ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუდიტების ჩატარების წლიურ გეგმას ამტკიცებს გენერალური აუდიტორი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 28 დეკემბრის N-------- ბრძანებით დამტკიცებული იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმა, ხოლო გენერალური აუდიტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის N-------- ბრძანებით ცვლილება შევიდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 28 დეკემბრის N-------- ბრძანებაში და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმა ჩამოყალიბდა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმით განისაზღვრა 59 შესაბამისობის აუდიტის ჩატარება. მათ შორის, ო------------------–----–------ის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი.

 

დადგენილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა ო------------------–----–------ის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული იქნა ,,ო------------------–----–------ის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში N-----.“

 

1.3.2. ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23- ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლებას ანიჭებს აუდიტის ობიექტს, ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო 27-ე მუხლი ადგენს აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების წესს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აუდიტის ობიექტები, რომლებიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, არიან ადმინისტრაციული ორგანოები, უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუდიტის ობიექტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოებისა, უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ უშუალოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ასევე სასამართლოში – კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმა აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლებას ანიჭებს მხოლოდ აუდიტის ობიექტებს, თუმცა განსაზღვრავს ანგარიშის გასაჩივრების განსხვავებულ წესებს აუდიტის ობიექტი ადმინისტრაციული ორგანოებისა და სხვა დანარჩენი პირებისათვის.

 

1.3.3. აუდიტის ობიექტის ცნებას ადგენს ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, აუდიტის ობიექტი არის პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება, ხოლო მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველი ერთეულის მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, სხვა იურიდიულ პირებზე, ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ აუდიტის ობიექტს შესაძლებელია წარმოადგენდეს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ასევე ფიზიკური პირიც, რომლებზეც ვრცელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს არა ზოგადად აუდიტის ობიექტის მნიშვნელობა, არამედ ის, თუ ვინ წარმოადგენდა 2018 წლის აუდიტორული გეგმის საფუძველზე ჩატარებული აუდიტის ობიექტს, რომლის შედეგებზეც 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული იქნა N----- აუდიტის ანგარიში, რაც შემდგომ ამ კონკრეტული აუდიტის ობიექტს ანიჭებდა უფლებამოსილებას გაესაჩივრებინა ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ 2018 წლის აუდიტორული გეგმით განისაზღვრა ო------------------–----–------ის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ჩატარება, რაც განხორციელდა კიდეც და 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული იქნა N----- აუდიტის ანგარიში. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ არც 2018 წლის აუდიტორულ გეგმაში და არც N----- აუდიტის ანგარიშში არ არის მითითებული, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებდა მუნიციპალიტეტში მომუშავე ფიზიკური პირების, მათ შორის მ---------------ის, ა-----–-------–---–ის, ბ------------------ის და გ---------------------–--ის საქმიანობის შემოწმებას. აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულია მხოლოდ ო------------------–----–------ის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული საქმიანობის აუდიტის შესახებ, რომელიც თავის მხრივ ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის საფუძველზე, შესაძლებელია დამოუკიდებლად წარმოადგენდეს აუდიტის ობიექტს. ამდენად, ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში აუდიტის ობიექტს სწორედ ო------------------–----–------ი წარმოადგენდა და არა მისი გამგებელი ან გამგებლის მოადგილეები. შესაბამისად, ამ აუდიტის შედეგად შედგენილი ანგარიშის გასაჩივრების უფლებაც გააჩნდა ო------------------–----–------ს, როგორც აუდიტის ობიექტ ადმინისტრაციულ ორგანოს, ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით და არა მის ყოფილ თანამშრომლებს, როგორც ფიზიკურ პირებს. მეტიც, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა თავად დაადასტურა, რომ მოცემულ შემთხვევაში აუდიტის ობიექტს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენდა, თუმცა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის ანგარიშში მითითებული გარიგებები დადებული იყო მუნიციპალიტეტის გამგებლის - მ---------------ის მიერ, რომელიც შემოწმების პერიოდში (2016-2017 წლები) წარმართავდა მუნიციპალიტეტის საქმიანობას, რის გამოც მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მ---------------ეს, ა-----–--------–---–ს, ბ-------------------ეს და გ----------------------–--ეს, როგორც ფიზიკურ პირებს, აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლებას ანიჭებდა ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

 

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელე მხარის ეს არგუმენტაციას და განმარტა, რომ მართალია ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ფიზიკური პირები შესაძლებელია წარმოადგენდნენ აუდიტის ობიექტებს, თუმცა ნებისმიერი ფიზიკური პირი ვერ ჩაითვლება აუდიტის ობიექტად. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და განმარტა, რომ ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიზნებისთვის ფიზიკური პირი აუდიტის ობიექტად შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი, როგორც კერძო პირის საქმიანობა დაკავშირებულია საჯარო რესურსების მართვასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ---------------ე, ა-----–-------–---–ი, ბ------------------ე და გ---------------------–--ე ო------------------–----–------ის საქმიანობის შემოწმების პერიოდში (2016-2017 წლები) არ საქმიანობდნენ როგორც კერძო პირები, ისინი წარმოადგენდნენ სახელმწიფო მოხელეებს (ო------------------–----–------ის გამგებელი და მისი მოადგილეები), შესაბამისად, თავიანთ საქმიანობას ახორციელებდნენ ო-------------------–----–------ის სახელით და მისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, მართალია კონკრეტული გარიგების დადებაში შესაძლებელია მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის გამგებელი, თუმცა გარიგების დადებისას იგი მოქმედებდა არა როგორც ფიზიკური პირი - მ---------------ე, არამედ როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, მხოლოდ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების, ინტერესებისა და ბიუჯეტის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის მიერ, საჯარო რესურსებთან მიმართებაში, ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისას, აუდიტის ობიექტს წარმოადგენს ის ორგანო, რომელზეც ვრცელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება და არა ამ საქმიანობის ფიზიკურად განმახორციელებელი პირი. ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ ზოგადად ფიზიკური პირები შესაძლებელია წარმოადგენდნენ აუდიტის ობიექტებს, მოსარჩელე ფიზიკურ პირებს: მ----------------ეს, ა-----–--------–---–ს, ბ-------------------ეს და გ---------------------–--ეს არ აქცევს 2018 წლის აუდიტორული გეგმის საფუძველზე, ო------------------–----–------ის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის შესახებ განხორციელებული აუდიტის ობიექტებად.

 

1.3.4. სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის

,,ვ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2018 წლის 04 ოქტომბრის (რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 05 ოქტომბერი, N--------) ადმინისტრაციული საჩივარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმში წარდგენილი იქნა ფიზიკური პირების: მ---------------ის, ა-----–-------–---–ის, ბ------------------ის და გ---------------------–--ის სახელით და მას თან არ ახლდა ო------------------–----–------ის მიერ გაცემული აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, იმ პირობებში, როცა სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ აუდიტის ობიექტებს, მათ არ გააჩნდათ უფლებამოსილება გაესაჩივრებინათ 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული N----- აუდიტის ანგარიში. შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმში წარდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირების მიერ, რის გამოც პრეზიდიუმი უფლებამოსილი იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დაეტოვებინა მ---------------ის, ა-----–-------–---–ის, ბ------------------ის და გ---------------------–--ის N-------- ადმინისტრაციული საჩივარი. ამდენად, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის 2018 წლის 30 ოქტომბრის N-------- გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ასევე, არ არსებობს მოპასუხისათვის მ---------------ის, ა-----–-------–---–ის, ბ------------------ის და გ---------------------–--ის 2018 წლის 04 ოქტომბრის (რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 05 ოქტომბერი, N--------) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალების საფუძველიც.

 

1.3.5. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის 2018 წლის 30 ოქტომბრის N-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მ---------------ის, ა-----–-------–---–ის, ბ------------------ის და გ---------------------–--ის 2018 წლის 04 ოქტომბრის (რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 05 ოქტომბერი, N--------) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი მიუთითებს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით, ამასთან განმარტავს, რომ მართალია, ორგანული კანონი განსაზღვრავს აუდიტის ობიექტის ცნებას და აუდიტის ობიექტის მიერ გასაჩივრების წესს, თუმცა ის არ გამორიცხავს იმ დაინტერესებული მხარის/პირის ჩართულობას ან გასაჩივრების უფლებას ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2; 177-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ ანგარიშის გასაჩივრება, საჩივრის ავტორთა ინტერესს წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც, ანგარიში ემსახურება მათ თანამდებობაზე ყოფნის განხორციელებული საქმიანობის უკანონო მიმოხილვას, რომლის გაქარწყლებისათვის აუცილებელია სუბიექტს ჰქონდეს უფლება ანგარიში დააყენოს ეჭვქვეშ.

 

ამდენად, აპელანტი თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონზე, რომლის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებლად განსაზღვრავს წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმას, ხოლო ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუდიტების ჩატარების წლიურ გეგმას ამტკიცებს გენერალური აუდიტორი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა ო------------------–----–------ის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული იქნა ,,ო------------------–----–------ის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში N-----.“

 

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლებას ანიჭებს აუდიტის ობიექტს, ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო 27-ე მუხლი ადგენს აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების წესს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აუდიტის ობიექტები, რომლებიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, არიან ადმინისტრაციული ორგანოები, უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუდიტის ობიექტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოებისა, უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ უშუალოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ასევე სასამართლოში – კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ ზემოაღნიშნული ნორმა აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლებას ანიჭებს მხოლოდ აუდიტის ობიექტებს, თუმცა განსაზღვრავს ანგარიშის გასაჩივრების განსხვავებულ წესებს აუდიტის ობიექტი ადმინისტრაციული ორგანოებისა და სხვა დანარჩენი პირებისათვის.

 

აუდიტის ობიექტის ცნებას კი ადგენს ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, აუდიტის ობიექტი არის პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება, ხოლო მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველი ერთეულის მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, სხვა იურიდიულ პირებზე, ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ აუდიტის ობიექტს შესაძლებელია წარმოადგენდეს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ასევე ფიზიკური პირიც, რომლებზეც ვრცელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს არა ზოგადად აუდიტის ობიექტის მნიშვნელობა, არამედ ის, თუ ვინ წარმოადგენდა 2018 წლის აუდიტორული გეგმის საფუძველზე ჩატარებული აუდიტის ობიექტს, რომლის შედეგებზეც 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული იქნა N----- აუდიტის ანგარიში, რაც შემდგომ ამ კონკრეტული აუდიტის ობიექტს ანიჭებდა უფლებამოსილებას გაესაჩივრებინა ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით.

 

პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ 2018 წლის აუდიტორული გეგმით განისაზღვრა ო------------------–----–------ის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ჩატარება, რაც განხორციელდა კიდეც და 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული იქნა N----- აუდიტის ანგარიში. არც 2018 წლის აუდიტორულ გეგმაში და არც N----- აუდიტის ანგარიშში არ არის მითითებული, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებდა მუნიციპალიტეტში მომუშავე ფიზიკური პირების, მათ შორის მ---------------ის, ა-----–-------–---–ის, ბ------------------ის და გ---------------------–--ის საქმიანობის შემოწმებას. აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულია მხოლოდ ო------------------–----–------ის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული საქმიანობის აუდიტის შესახებ, რომელიც თავის მხრივ ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის საფუძველზე, შესაძლებელია დამოუკიდებლად წარმოადგენდეს აუდიტის ობიექტს. ამდენად, ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში აუდიტის ობიექტს სწორედ ო------------------–----–------ი წარმოადგენდა და არა მისი გამგებელი ან გამგებლის მოადგილეები. შესაბამისად, ამ აუდიტის შედეგად შედგენილი ანგარიშის გასაჩივრების უფლებაც გააჩნდა ო------------------–----–------ს, როგორც აუდიტის ობიექტ ადმინისტრაციულ ორგანოს, ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით და არა მის ყოფილ თანამშრომლებს, როგორც ფიზიკურ პირებს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ---------------ე, ა-----–-------–---–ი, ბ------------------ე და გ---------------------–--ე ო------------------–----–------ის საქმიანობის შემოწმების პერიოდში (2016-2017 წლები) არ საქმიანობდნენ როგორც კერძო პირები, ისინი წარმოადგენდნენ სახელმწიფო მოხელეებს (ო------------------–----–------ის გამგებელი და მისი მოადგილეები), შესაბამისად, თავიანთ საქმიანობას ახორციელებდნენ ო-------------------–----–------ის სახელით და მისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, მართალია კონკრეტული გარიგების დადებაში შესაძლებელია მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის გამგებელი, თუმცა გარიგების დადებისას იგი მოქმედებდა არა როგორც ფიზიკური პირი - მ---------------ე, არამედ როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, მხოლოდ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების, ინტერესებისა და ბიუჯეტის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის მიერ, საჯარო რესურსებთან მიმართებაში, ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისას, აუდიტის ობიექტს წარმოადგენს ის ორგანო, რომელზეც ვრცელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება და არა ამ საქმიანობის ფიზიკურად განმახორციელებელი პირი. ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ ზოგადად ფიზიკური პირები შესაძლებელია წარმოადგენდნენ აუდიტის ობიექტებს, მოსარჩელე ფიზიკურ პირებს: მ----------------ეს, ა-----–--------–---–ს, ბ-------------------ეს და გ---------------------–--ეს არ აქცევს 2018 წლის აუდიტორული გეგმის საფუძველზე, ო------------------–----–------ის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის შესახებ განხორციელებული აუდიტის ობიექტებად.

 

პალატა არ იზიარებს აპელანტის მითითებას, რომ ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტი ანიჭებს აპელანტ მხარეს ანგარიშის გასაჩივრების უფლებას, ვინაიდან "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2018 წლის 04 ოქტომბრის (რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 05 ოქტომბერი, N--------) ადმინისტრაციული საჩივარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმში წარდგენილი იქნა ფიზიკური პირების: მ---------------ის, ა-----–-------–---–ის, ბ------------------ის და გ---------------------–--ის სახელით და მას თან არ ახლდა ო------------------–----–------ის მიერ გაცემული აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, იმ პირობებში, როცა დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ აუდიტის ობიექტებს, მათ არ გააჩნდათ უფლებამოსილება გაესაჩივრებინათ 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული N----- აუდიტის ანგარიში. შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმში წარდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირების მიერ, რის გამოც პრეზიდიუმი უფლებამოსილი იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დაეტოვებინა მ---------------ის, ა-----–-------–---–ის, ბ------------------ის და გ---------------------–--ის N-------- ადმინისტრაციული საჩივარი. ამდენად, პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის 2018 წლის 30 ოქტომბრის N-------- გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ასევე, არ არსებობს მოპასუხისათვის მ---------------ის, ა-----–-------–---–ის, ბ------------------ის და გ---------------------–--ის 2018 წლის 04 ოქტომბრის (რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 05 ოქტომბერი, N--------) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალების საფუძველიც.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ---------------ის, ა-----–-------–---–ის, ბ------------------ის და გ---------------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლეები:

 

ხატია არდაზიშვილი

 

მირანდა ერემაძე

 

დავით ახალბედაშვილი