მუხლი 27. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიშის გასაჩივრება
თავი VI — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიშის გასაჩივრება
1. აუდიტის ობიექტები, რომლებიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, არიან ადმინისტრაციული ორგანოები, უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ს აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურ ში.
2. აუდიტის ობიექტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოებისა, უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ს აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ უშუალოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურ ში,ასევე სასამართლოში – კანონით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი განუხილველი რჩება კანონით დადგენილი წესით.
4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურ ში ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012
მთავარი მონაცემები
ვადა20 დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.06.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (15.01.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. კონტროლის პახელატმწისფო აუდიტის საქტიმს, ცნობახურის ან/უდიტის ა ანგარიშის (დასკვნის) გასაჩივრება 1. აუდიტის ობიექტები, რომლებიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, არიან ადმინისტრაციული ორგანოები, უფლებამოსილი არიან, კსახელმწიფონ აუდიტროლის პსალმსატხური ს აუდიტის აქტი, ცნობა ან/და ანგარიში (დასკვნა) ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ მხოლოდ კონტროლის პახელმწიფო აუდიტის სამსახურ ში. 2. აუდიტის ობიექტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოებისა, უფლებამოსილი არიან, კსახელმწიფონ აუდიტროლის პსალმსატხური ს აუდიტის აქტი, ცნობა ან/და ანგარიში (დასკვნა) ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ უშუალოდ კონტროლის პახელმწიფო აუდიტის სამსახურ ში, ასევე სასამართლოში – კანონით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი განუხილველი რჩება კანონით დადგენილი წესით. 4. კონტროლის პახელმწიფო აუდიტის სამსახურ ში ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით.
…წარმოადგენდა და არა მისი გამგებელი ან გამგებლის მოადგილეები. შესაბამისად, ამ აუდიტის შედეგად შედგენილი ანგარიშის გასაჩივრების უფლებაც გააჩნდა ო------------------–----–------ს, როგორც აუდიტის ობიექტ ადმინისტრაციულ ორგანოს, ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით და არა მის ყოფილ თანამშრომლებს, როგორც ფიზიკურ პირებს.…
…წარმოადგენდა და არა მისი გამგებელი ან გამგებლის მოადგილეები. შესაბამისად, ამ აუდიტის შედეგად შედგენილი ანგარიშის გასაჩივრების უფლებაც გააჩნდა ო------------ მუნიციპალიტეტს, როგორც აუდიტის ობიექტ ადმინისტრაციულ ორგანოს, ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით და არა მის ყოფილ თანამშრომლებს, როგორც ფიზიკურ პირებს.…
საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“, მუხლი 27, №880, 26.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.05.001.003.421 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17506/muxli-27/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია