მუხლი 32. სამსახურებრივი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები
თავი VIII — სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამსახურებრივი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები. სოციალური დაცვის გარანტიები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, როგორებიცაა სამსახურში მიღება და სამსახურიდან განთავისუფლება, უფლება-მოვალეობანი, სამსახურისა და სტაჟირების გავლის, პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები სხვაგვარად რეგულირდება ამ კანონითა და გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.06.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
საქმე №ბს-466(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
…სამსახურის შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურად ითვლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში საქმიანობა. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“…
…მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“…
საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“, მუხლი 32, №880, 26.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.05.001.003.421 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17506/muxli-32/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია