თავი V — 1. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
1. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს
გენერალური აუდიტორის
ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
2. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს
რაიონული (
საქალაქო)
სასამართლო. დაჯარიმების შესახებ მიღებული სასამართლო
გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევს ასევე
ეკისრება იმ მოვალეობის შესრულება, რომლის შეუსრულებლობისთვისაც მას შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას იმ მოვალეობის შესრულების ნაწილში, რომლის შეუსრულებლობისთვისაც სამართალდამრღვევს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
3.
ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.06.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.06.2012 კანონი №6550
- 24.11.2011 კანონი №5294
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 262 . სამართალწარმოება 1. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. 2. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული ( საქალაქო) სასამართლო. დაჯარიმების შესახებ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევს ასევე ეკისრება იმ მოვალეობის შესრულება, რომლის შეუსრულებლობისთვისაც მას შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას იმ მოვალეობის შესრულების ნაწილში, რომლის შეუსრულებლობისთვისაც სამართალდამრღვევს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. 3. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. თავი VI. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიშის გასაჩივრება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 1, 15/01/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება