გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.10.2018
საქმის ნომერი
330310018002426298
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2672-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2--- წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დ----- წ--------–-

სხდომის მდივანი ე---------- ჯ----–---

 

მოსარჩელე - მი----– დი-------

 

მოპასუხე - სახელმწიფო აუდიტის სამსახური

წარმომადგენლები - ნო-- ეს-------, სო----- ჩი--–---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „მი----– დი------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გე------–------------------------- წლის 2-------–-- №0------- ბრძანება.

 

1.2. დაევალოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე მი----– დი------ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ა------------------------------------------ აღდგენის შესახებ.

 

1.3. დაევალოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოსარჩელე მი----– დი------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების და განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოსარჩელე მი----– დი------- დანიშნული იყო და მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ა------------------------------------------.

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 26 ივნისის №04032/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გე------–------------------------- წლის 1 თებერვლის №01186/21 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განსაზღვრული იყო მესამე რანგის უფროსი სპეციალისტის დონის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა - აუდიტორ-ასისტენტის 62 საშტატო ერთეული.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, 2--- წლის 24 იანვარს გამოსცა ბრძანება, რომლითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი და დადგინდა, რომ მასთან დაკავშირებით, რეორგანიზაციის გამო საშტატო რიცხოვნობის შემცირების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ამ საფუძვლით გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორის, 2--- წლის 20 თებერვლის ბრძანებით, რეორგანიზაციის პროცესში, საშტატო რიცხოვნობის შემცირებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გამოკვლევის მიზნით შეიქმნა კომისია. ამასთან, განისაზღვრა კომისიის შემადგენლობა, თანამშრომლებთან გასაუბრების თარიღები და მიღებული ქულების შესაბამისად, თანამშრომელთა კატეგორიები.

 

რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომისიამ, სრული შემადგენლობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებთან, მათ შორის მოსარჩელე მი----– დი-------სთან გასაუბრების საფუძველზე, 2--- წლის 2-----------–-- სხდომაზე დაადგინა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი ა--------------------------------–---–--------------------------- - მი----– დი------ის შეფასება იყო არადამაკმაყოფილებელი.

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გე------–------------------------- წლის 2-------–-- №0------- ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით, შემცირდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მესამე რანგის უფროსი სპეციალისტის დონის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა - აუდიტორ-ასისტენტის რაოდენობა 19 ერთეულით და სულ განისაზღვრა 43 საშტატო ერთეული.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მი----– დი------ის მობილობის წესით სხვა სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, მოსარჩელე მი----– დი------ის თანხმობით და მის მიერ მითითებული თანამდებობების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წერილობით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინსიტროს მისი, შესაბამის თანამდებობაზე, მობილობის საფუძველზე დანიშვნის მიზნით, თუმცა აღნიშნული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ, მიმართვა არ დაკმაყოფილდა.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა, აუდიტორმა 2--- წლის 2-------–-, შტატების შემცირების საფუძვლით, გამოსცა ბრძანება მოსარჩელე მი----– დი------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 26 ივნისის №04032/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გე------–------------------------- წლის 1 თებერვლის №01186/21 ბრძანება და საშტატო ნუსხა (ტ.2 ს.ფ. 39-52);

- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გე------–------------------------- წლის 24 იანვრის №00------ ბრძანება (ტ.1,ს.ფ. 71);

- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გე------–------------------------- წლის 20 თებერვლის №0------- ბრძანება (ტ.1 ს.ფ. 75-76);

- რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომისიის 2--- წლის 2-----------–-- სხდომის №2 ოქმი (ტ.1,ს.ფ. 127-139);

- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გე------–------------------------- წლის 2-------–-- №0------- ბრძანება და საშტატო ნუსხა (ს.ფ. 154-168);

- მოსარჩელე მი----– დი------ის მობილობის საფუძველზე, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით წარმოებული მასალები (ტ.1. ს.ფ. 170-179);

- „მი----– დი------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გე------–------------------------- წლის 2-------–-- №0------- ბრძანება (ს.ფ. 179);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მი----– დი------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, როგორებიცაა სამსახურში მიღება და სამსახურიდან განთავისუფლება, უფლება-მოვალეობანი, სამსახურისა და სტაჟირების გავლის, პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები სხვაგვარად რეგულირდება ამ კანონითა და გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით.

ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „მი----– დი------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გე------–------------------------- წლის 2-------–-- №0------- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმსჯელოს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე მი----– დი------ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მო--წილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მო--წილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლო, აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსო--ლურ მო--ცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა, ხოლო პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მი----– დი------- დანიშნული იყო და მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ა------------------------------------------. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურში პროფესიულ საჯარო მოხელეს და მისი სამსახურიდან განთავისუფლება უნდა შეფასდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.

 

მითითებული კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციო--ლური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციო--ლური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 26 ივნისის №04032/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გე------–------------------------- წლის 1 თებერვლის №01186/21 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, განსაზღვრული იყო მესამე რანგის უფროსი სპეციალისტის დონის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა - აუდიტორ-ასისტენტის 62 საშტატო ერთეული.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გე------–------------------------- წლის 2-------–-- №0------- ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით, შემცირდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, მესამე რანგის უფროსი სპეციალისტის დონის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა - აუდიტორ-ასისტენტის რაოდენობა 19 ერთეულით და სულ განისაზღვრა 43 საშტატო ერთეული.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, მათ შორის აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 62 ერთეულიდან 43-მდე შემცირდა კონკრეტული ფუნქციური დატვირთვის მქონე პროფესიული საჯარო მოხელის, მესამე რანგის უფროსი სპეციალისტის დონის, მ----------------------------------–---–----------------------------------------------------–-----------------–-, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე მი----– დი-------.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემცირებული 19 საშტატო ერთეულის პირობებში, ერთიდაიმავე ფუნქციური დატვირთვის მქონე 62 დასაქმებული პირიდან, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა 19, წარმოადგენდა მის დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორის, 2--- წლის 20 თებერვლის ბრძანებით, რეორგანიზაციის პროცესში, საშტატო რიცხოვნობის შემცირებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გამოკვლევის მიზნით შეიქმნა კომისია. ამასთან, განისაზღვრა კომისიის შემადგენლობა, თანამშრომლებთან გასაუბრების თარიღები და მიღებული ქულების შესაბამისად, თანამშრომელთა კატეგორიები.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომისიამ, სრული შემადგენლობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებთან, მათ შორის მოსარჩელე მი----– დი-------სთან გასაუბრების საფუძველზე, 2--- წლის 2-----------–-- სხდომაზე დაადგინა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი ა--------------------------------–---–--------------------------- - მი----– დი------ის შეფასება იყო არადამაკმაყოფილებელი, რის გამოც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა, აუდიტორმა 2--- წლის 2-------–-, შტატების შემცირების საფუძვლით, გამოსცა ბრძანება მოსარჩელე მი----– დი------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მოცემულ შემთხვევაში, არსებითი დარღვევის გარეშე შეასრულა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი სტანდარტი, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებები - დარჩენილ საშტატო ერთეულებზე დასაქმებულთა დატოვების მიზნით, მათი პროფესიული უნარ-ჩვევები და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

 

რაც შეეხება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების და მისგან გამომდინარე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიზანშეწონილობას სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საკონკურსო კომისიის, როგორც კოლეგიური სტრუქტურული ერთეულის მიერ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასებას, რადგან იგი ეფუძნება ასეთი კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი არ ფასდება კანონთან მიმართებაში. საკონკურსო კომისიის და მისი წევრების გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი საკონკურსო კომისიის და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევდა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონკურსო კომისიის და სხვა კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლის ფარგლები სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის (საქმის ნომერი: ბს--300-291(კ-13)) განჩინება) კერძოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კოლეგიური ორგანოს, სათათბირო ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემოწმება დაიშვება მხოლოდ კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ, აღნიშნული განმარტება სწორედ ერთ-ერთი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით გააკეთა.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მი----– დი------ის მობილობის წესით სხვა სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, მოსარჩელე მი----– დი------ის თანხმობით და მის მიერ მითითებული თანამდებობების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წერილობით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინსიტროს მისი, შესაბამის თანამდებობაზე, მობილობის საფუძველზე დანიშვნის მიზნით, თუმცა აღნიშნული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ, მიმართვა არ დაკმაყოფილდა.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს „მი----– დი------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გე------–------------------------- წლის 2-------–-- №0------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში

 

ამრიგად, ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, არ არსებობს მოსარჩელე მი----– დი------ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ა------------------------------------------ აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ბრძანება და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაევალოს მოსარჩელე მი----– დი------ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მი----– დი------ის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და გამომდინარე იქედან, რომ მას კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ უსაფუძვლოდ გადახდილი ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მი----– დი------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

3. მოსარჩელე მი----– დი-------ს დაუბრუნდეს მის მიერ, 2--- წლის 1------ №1------- საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დ----- წ--------–-