„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №414 |
|
2012 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე‑3 მუხლის:
ა) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეში.“;
ბ) 21‑ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის (მათ შორის, ელექტრონული ფორმით სალიცენზიო მოწმობის) გაცემის წესს ადგენს სააგენტო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
2. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წიაღისეულის შესწავლისათვის ერთჯერადად, დამატებითი ვადის განსაზღვრისას, ასევე მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ფართობის შემცირების თაობაზე.“.
3. 73 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ინფორმაცია – მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ და ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის თაობაზე, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.“.
4. 75 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემს განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ინფორმაცია – მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ და ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის თაობაზე, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.“.
|