⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.06.2015)
გაუქმებულია:

პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების,ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.10.2012
ძალის დაკარგვა 25.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №413
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.017091
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/10/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 754 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.10.2012 მიღება
25.06.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (3)

დოკუმენტის ტექსტი

პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების,ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №413 2012 წლის 3 ოქტომბერი    ქ. თბილისი პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 26​1 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიივანე მერაბიშვილი პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პირისათვის ამ სტატუსის მინიჭების პირობებს, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესს, აგრეთვე შენობის მთლიანი ფართობიდან სასტუმრო ნომრებად გამოსაყენებელი მინიმალური ფართობის ოდენობას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიხედვით. 2. ტურისტული საწარმოს სტატუსი თავისი ინიციატივით შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდებას მათი იჯარით უკან მიღების მიზნით და უზრუნველყოფს შენობის, როგორც სასტუმროს, ფუნქციონირებას ტურისტული საწარმოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 3. ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირთა ერთიან შიდასაუწყებო რეესტრს აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური). 4. ამ წესის მიზნებისათვის: ა) იჯარა არის პირის მიერ ტურისტული საწარმოსაგან სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის შეძენა და ამავე საწარმოსათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ფასიან სარგებლობაში გადაცემა გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ; ბ) სასტუმრო არის შენობა ან შენობის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე იზოლირებული ან არაიზოლირებული ინდივიდუალური საკუთრების ფართობები თავისი ინფრასტრუქტურით (სპორტულ-გამაჯანსაღებელი, გასართობი, კვების, სავაჭრო  და მომსახურების სხვა ობიექტები); გ) სასტუმრო ნომერი/აპარტამენტი არის სასტუმროში განთავსებული იზოლირებული ფართობი, რომელიც განკუთვნილია პირის ნებისმიერი მიზნით მიღებისათვის/განთავსებისათვის. 5. სასტუმროს აქტივები, შენობის ფართობთან (მათ შორის, სასტუმრო ნომერი/აპარტამენტი) ერთად, ასევე მოიცავს სასტუმროს ფუნქციონირებისათვის  განკუთვნილ მოძრავ ქონებას (ინვენტარს, ავეჯს, ტექნიკას და ა.შ.), თუ ამ ქონების სხვა პირისათვის მიწოდება მისი იჯარით უკან მიღების მიზნით ხორციელდება შენობის ფართობთან ერთად. მუხლი 2🔗. ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭება 1. პირს ტურისტული საწარმოს სტატუსი ენიჭება კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით, რომელიც სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროდ. 2. ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების მიზნით დაინტერესებული იურიდიული პირი ობიექტის (სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღებამდე განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს. 3. სტატუსის მინიჭება ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) საწარმოს საფირმო სახელწოდებას; ბ) პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი); გ)  საქმიანობის მოკლე აღწერას. 5. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) მშენებლობის ნებართვა/სანებართვო მოწმობა; ბ) მიწის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და იმ ტერიტორიის საკადასტრო რუკა, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა; გ) სამშენებლო დოკუმენტის პროექტი. 6. შემოსავლების სამსახური ვალდებულია განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს განცხადება და მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. 7. ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭებასთან ერთად შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს შემდეგი უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა: ა) საბანკო გარანტია;              ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ გაცემული დაზღვევის პოლისი; გ) ქონების გირავნობით/იპოთეკით დატვირთვა.  8. შემოსავლების სამსახურის მიერ უზრუნველყოფის საშუალებების მოთხოვნის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია აირჩიოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე უზრუნველყოფის საშუალება  და  წარადგინოს  არა უგვიანეს აქტივების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 9. უზრუნველყოფის საშუალებად, გირავნობით/იპოთეკით დასატვირთად ქონების წარდგენის შემთხვევაში, ქონების ღირებულების შეფასება ხორციელდება საქართველოს მთავრობის  2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხიდან ერთ-ერთი პირის მიერ. შემოსავლების სამსახურისათვის ქონების ღირებულების შეფასების შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულება ეკისრება ტურისტულ საწარმოს. 10.  გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია უზრუნველყოფის საშუალებების სახით  წარდგენილ ქონებაზე ხორციელდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.                    11. წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალების/საშუალებების მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 წელს, ხოლო მისი  ღირებულება არ უნდა იყოს მიწოდებული აქტივების საკომპენსაციო თანხის 18 პროცენტზე ნაკლები. 12. წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალება ექვემდებარება განახლებას მისი მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ 60 დღით ადრე.     13. ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, უზრუნველყოფის საშუალების ღირებულება შეამციროს სასტუმროს ფუნქციონირების შედეგად დეკლარირებული და გადახდილი დღგ-ის თანხით. მუხლი 3🔗. ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირის ვალდებულებები ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს, რომ შენობის (სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღებიდან არა უმეტეს 10 კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული ობიექტიდან (სასტუმროდან) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისათვის/ოპერირებისათვის მოწვეული პირის/პირების   დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული შემოსავალი ჯამურად (გარდა დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) არ იყოს ამავე სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დღგ‑ით დასაბეგრ საკომპენსაციო თანხაზე ნაკლები; ბ) შენობის მთლიანი ფართობის არანაკლებ 30 პროცენტი გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრად/აპარტამენტად, რომლის არა უმეტეს 20 პროცენტი შესაძლებელია შემძენთა მიერ გამოყენებული იყოს მუდმივ საცხოვრებლად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა ვრცელდება ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე. მუხლი 4🔗. ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმება 1. ტურისტული საწარმოს სტატუსი უქმდება: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 26​1 მუხლით და ამ დადგენილებით გათვალისწინებული საქმიანობის პირობების დარღვევის შემთხვევაში; ბ) ტურისტული საწარმოს ინიციატივით, თუ მას სრულად აქვს შესრულებული ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. 2. ტურისტული საწარმოს სტატუსის  გაუქმების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.