შპს ”კვანტი”-ს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/12334-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2012 წლის 3 ოქტომბერი              

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „კვანტი”(ს/კ 209441585)

წარმომადგენელი: თემურ ჯოხარიძე (დირექტორი);

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 21 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „კვანტის” დირექტორმა თემურ ჯოხარიძემ და ითხოვა შპს ”კვანტის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „კვანტის”ერთადერთი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი და მისი საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 2012 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 184186,39ლარს . განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, ფულადი სახსრები, არ ჰ ყავს დებიტორები, საწარმოს შეწყვეტილი აქვს წარმოების პროცესი და შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორის მოთხოვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და მისი გამოსწორების მიზნით შპს „კვანტს”(ს/კ 209441585) დაევალა სასამართლოსათვის შემდეგი სახის დოკუმენტების წარმოდგენა: სს – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა, რომ მოვალე არაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და ან მის არქივში (ტექინვენტარიზაციის ბიუროში) უძრავი ქონების მესაკუთრედ; სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ მოვალე არაა რეგისტრირებული მექნიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ და ან მოსარგებლედ.

2012 წლის 2 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს შპს „კვანტის” დირექტორმა თემურ ჯოხარიძემ და ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები.

სა სა მართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მი ი ჩნ ევს , რომ შპს „კვანტის” განცხადება არ უნდა იქნეს მიღებული სასამართლო წარმოებაში შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის
მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის ი ნ ფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

შპს ,,კვანტის” უქონლობის სამტკიცებლად სასამართლოს წარედგინა სს „საქართველოს ბანკის” ცენტრალური ფილიალის მიერ 2012 წლის 11 სექტემბერს გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ შპს „კვანტს” ანგარიშებზე თანხები არ გააჩნია. ასევე წარმოდგენილია სსიპ –  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2012 წლის 28 სექტემბერს გაცემული ცნობა მასზე, რომ შპს „კვანტის” სახელზე არაა რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 2 ოქტომბრის ცნობა, რომ თბილისის სარეგისტრაციო ზონაში შპს ”კვანტი” უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ამ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს უჩნდება რწმენა, რომ შპს „კვანტი” უქონელია, რაც გამორიცხავს მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში არა თუ ასეთი წარმოების მიზნის მიღწევას, არამედ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას. ასეთი ვითარებაში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადება არ მიიღება სასამართლო წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

:

1. შპს „კვანტს”(ს/კ 209441585) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „კვანტის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს „კვანტი” გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მოვალე შპს „კვანტის” რეგისტრაციის გაუქმებას.

3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არა უგვიანეს 2012 წლის 6 ოქტომბრისა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „კვანტმა”.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ იგივე წესით კრედიტორებმაც განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

 

  მოსამართლე             ბ . სისვაძე