„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
�სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
��� მუხლი 1.
�სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:
���მუხლი 221. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შესყიდვის შემოწმება
1.საქართველოს კონტროლის პალატა შესყიდვას ამოწმებს შემსყიდველი ორგანიზაციის აუდიტის მეშვეობით.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საქართველოს კონტროლის პალატას, მისი მოთხოვნით, წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.
3. შესყიდვის მონაწილე ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას, მისი მოთხოვნით, წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის ნუსხა დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის ნორმატიული აქტით, საქართველოს კონტროლის პალატასთან შეთანხმებით. თუ შემსყიდველ ორგანიზაციას არა აქვს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილება, აღნიშნულ ნორმატიულ აქტს მიიღებს (გამოსცემს) შემსყიდველი ორგანიზაციის ზემდგომი ორგანო, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში შესაბამის ნორმატიულ აქტს გამოსცემს საქართველოს კონტროლის პალატა.�.
2. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22 და 23 პუნქტები:
�21. ამ კანონის 221 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ნორმატიული აქტები შესაბამისმა ორგანიზაციებმა მიიღონ (გამოსცენ) 2009 წლის 1 მარტამდე.
22. ამ კანონის 221 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 მარტიდან.
23. ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი ნორმატიული აქტების მიღებამდე (გამოცემამდე) განხორციელებულ შესყიდვაზე არ ვრცელდება ამ კანონის 221 მუხლის მე-4 პუნქტი.�.
��� მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი �მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 26 დეკემბერი.
№882�რს
�
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2008.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 26.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №882. სარეგისტრაციო კოდი — 040.170.020.05.001.003.423.
- სად არის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“, №882, 26.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.170.020.05.001.003.423 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17518/