„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5869
სარეგისტრაციო კოდი
280.070.010.05.001.003.144
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 25/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

�სახელმწიფო პენსიის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1. �სახელმწიფო პენსიის შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის �კ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�კ) სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნისას (გარდა ხანდაზმულთა თავშესაფარში მყოფი პენსიონერისა);�.

2. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის �დ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�დ) �ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ� და �სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ� საქართველოს კანონებით გათვალისწინებული:

დ.ა) მეორე მსოფლიო ომის I და II ჯგუფების ინვალიდებისათვის � 129 ლარი, მეორე მსოფლიო ომის III ჯგუფის ინვალიდებისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის � 80 ლარი;

დ.ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირთათვის � 55 ლარი;

დ.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ასევე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული საბრძოლო მოქმედებების:

დ.გ.ა) I და II ჯგუფების ინვალიდებისათვის � 84 ლარი, III ჯგუფის ინვალიდებისათვის � 70 ლარი;

დ.გ.ბ) მონაწილეთათვის � 60 ლარი;

დ.გ.გ) მონაწილეებთან გათანაბრებულ პირთათვის � 55 ლარი;�.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:

��� �მუხლი 241. ზედმეტად დარიცხული პენსიის ლეგალიზაცია

1. 2008 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად დარიცხული პენსია, იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით, ექვემდებარება ლეგალიზაციას და მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება.

2. 2008 წლის 1 აპრილამდე ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პენსიიდან დაკავებული თანხები არ ექვემდებარება დაბრუნებას.�.

��� მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 აპრილიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 14 მარტი.

№5869�Iს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.03.2008.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5869. სარეგისტრაციო კოდი — 280.070.010.05.001.003.144.
სად არის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.03.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №5869, 14.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.05.001.003.144 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/20716/