ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №43 |
|
2012 წლის 4 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის წინასწარი მონაცემებით პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ პარტიული სიით წარდგენილმა და სავარაუდოთ ამ სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა, რომლებიც იმავდროულად წარდგენილ იყვნენ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში და ვერ გაიმარჯვეს, შეუძლიათ აღარ გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება, ვინაიდან აღნიშნული შემოწმების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მათ მიერ საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად წარმოდგენილი იყო ცესკოში. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.10.2012.
- როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 04.10.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №43. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.15.008.016061.
- სად არის „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.10.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“, №43, 04.10.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016061 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1751855/