საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
010240020.15.008.016066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №47

2012 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 130-ე მუხლით დადგენილ ვადებში ჩასატარებელი პროცედურების დაწვრილებით აღწერის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია, პროპორციული წესით  არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს პარლამენტის წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ ვადაში თანხმობის/უარის განცხადების თაობაზე.
მუხლი 2
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ადგილმონაცვლის მიერ დადგენილ ვადაში თანხმობის მიღების შემთხვევაში, განკარგულებით ცნობს მას ადგილმონაცვლედ და დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს ადგილმონაცვლის თაობაზე.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,  №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილი
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.10.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე“?
„საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 26.10.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.15.008.016066.
სად არის „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე“, №47, 26.10.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016066 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1765774/