საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.10.2012 ძალადაკარგული 20.06.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№418
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017092
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №418

2012 წლის 6 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
   1. ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, განიხილოს ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს/თანამდებობის პირის შუამდგომლობა და მიიღოს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
   2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე შუამდგომლობას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ იგი წარდგენილია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ;
გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიივანე მერაბიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.06.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 06.10.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №418. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.017092.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.06.2013-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.06.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №418, 06.10.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017092 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1752784/