„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№219/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.016484
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №219/ნ

2012 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1.  

,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების (სსმ 163, 14/12/2010, 430010000.22.022.016036) მე-3 პუნქტით დამტკიცებული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის კვალიფიკაციის სახელწოდება მოიცავს ტერმინს – „ბაკალავრი“, შესაბამისი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით. საგანმანათლებლო პროგრამაში სტუდენტს შეუძლია ძირითადი სპეციალობისა (არანაკლებ 120 კრედიტი) და დამატებითი სპეციალობის (არანაკლებ 30 კრედიტის) კომბინირება შემდეგი სახით:

ა) ძირითადი სპეციალობა და თავისუფალი კომპონენტები;

ბ) ძირითადი სპეციალობა, დამატებითი სპეციალობა და თავისუფალი კომპონენტები;

გ) ძირითადი და ორი დამატებითი სპეციალობა;

დ) ორი ძირითადი სპეციალობა.”;

 

ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტის მომზადებაზე შესაბამისი რეგულირებადი პროფესიისათვის. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის მისაღებად კანონით დადგენილი სავალდებულო კრედიტების  არანაკლებ 75% უნდა დაეთმოს რეგულირებადი პროფესიისათვის აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას.”;


მუხლი 2. ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/ სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“  (დანართი №4) შეტანილ იქნეს ცვლილება და

ა) 020306 ქვედარგი/სპეციალიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,020306 განათლების მენეჯმენტი“;

ბ) 030107 ქვედარგი/სპეციალიზაციის შემდეგ  დაემატოს შემდეგი  შინაარსის ქვედარგი/სპეციალიზაცია:

,,030108 განათლების ადმინისტრირება“.


მუხლი 3. ბრძანების მე-5 დანართით დამტკიცებული კვალიფიკაციის ფორმირების წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ ბრძანების დანართი №4 გაუთვალისწინებელი მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დასაშვებია, თუ დაწესებულებას

ა) სააკრედიტაციო განაცხადში მითითებული აქვს მის შესახებ;

ბ) თვითშეფასების ანგარიშში მითითებული აქვს მის შესახებ;

გ) ავტორიზაციის შესახებ განაცხადში მითითებული აქვს მის შესახებ.”.


მუხლი 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიხატია დეკანოიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.10.2012.
როდის იქნა მიღებული „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.10.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №219/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.22.022.016484.
სად არის „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.10.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №219/ნ, 08.10.2012, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016484 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1752952/