„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№244/ნ
სარეგისტრაციო კოდი
043001000.22.022.016510
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №244/ნ

2012 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით (სსმ 163, 14/12/2010, 430010000.22.022.016036) დამტკიცებულ „უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში“ (დანართი №3)  შევიდეს ცვლილება და

მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის კვალიფიკაციის სახელწოდება მოიცავს ტერმინს – „ბაკალავრი“ შესაბამისი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით. საგანმანათლებლო პროგრამაში სტუდენტს შეუძლია ძირითადი სპეციალობისა (არანაკლებ 120 კრედიტი) და დამატებითი სპეციალობის (სასურველია 60 კრედიტი) კომბინირება შემდეგი სახით:

ა) ძირითადი სპეციალობა და თავისუფალი კომპონენტები;

ბ) ძირითადი სპეციალობა, დამატებითი სპეციალობა და თავისუფალი კომპონენტები;

გ) ძირითადი და ორი დამატებითი სპეციალობა.“;

 ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტის მომზადებაზე შესაბამისი რეგულირებადი პროფესიისათვის. საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 75% ეთმობა რეგულირებადი პროფესიისათვის აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას.“

მუხლი 2
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით (სსმ 163, 14/12/2010, 430010000.22. 022.016036) დამტკიცებულ „კვალიფიკაციის ფორმირების წესში“ (დანართი №5) შევიდეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ ბრძანების №4 დანართით გაუთვალისწინებელი მიმართულების, დარგის/ სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დასაშვებია, თუ მასზე დაწესებულებას მიღებული აქვს თანხმობა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრისგან ავტორიზაციისას, ამ პროგრამის აკრედიტაციისას ან თვითშეფასების ანგარიშის წარდგენისას.“.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.11.2012.
როდის იქნა მიღებული „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 22.11.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №244/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 043001000.22.022.016510.
სად არის „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №244/ნ, 22.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 043001000.22.022.016510 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1781791/