ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ჰაიტის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველო და ჰაიტის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას ელჩების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ჰაიტის რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
წინამდებარე ერთობლივი კომუნიკე ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში 2011 წლის 16 დეკემბერს ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ჰაიტის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ჰაიტის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ჰაიტის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““?
- „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ჰაიტის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““ მიღებულია 16.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №150/1. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016129.
- სად არის „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ჰაიტის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ჰაიტის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““, №150/1, 16.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016129 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1754496/