ოქმი „საქართველოსა და სენტ-ვინსენტი და გრენადინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველო და სენტ-ვინსენტი და გრენადინები, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას ელჩების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და სენტ-ვინსენტი და გრენადინებს შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის, თვითგამორკვევის პრინციპების შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში 2010 წლის 22 ივნისს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ოქმი „საქართველოსა და სენტ-ვინსენტი და გრენადინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ოქმი „საქართველოსა და სენტ-ვინსენტი და გრენადინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2010.
- როდის იქნა მიღებული „ოქმი „საქართველოსა და სენტ-ვინსენტი და გრენადინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““?
- „ოქმი „საქართველოსა და სენტ-ვინსენტი და გრენადინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““ მიღებულია 22.06.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №161/1. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016136.
- სად არის „ოქმი „საქართველოსა და სენტ-ვინსენტი და გრენადინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ოქმი „საქართველოსა და სენტ-ვინსენტი და გრენადინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““, №161/1, 22.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016136 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1755391/