განჩინება შპს "აგრო გრუპი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10294-2011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

  საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის 8 ოქტომბერი   

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,აგრო გრუპის” გაკოტრების მმართველის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ,

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,აგრო გრუპის” მიმართ.

 2012 წლის 5 ოქტომბერს შპს ,,აგრო გრუპის” გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საბოლოო ანგარიშით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა რეესტრში ცვლილებების შეტანა და საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.

 სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნ ე ს შპს ,,აგრო გრუპის” კრედიტორთა კრება კრედიტორთა რეესტრში ცვლილებების შეტანის, გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების დღის წესრიგით.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-19, 21-ე 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,აგრო გრუპის” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. კრედიტორთა რეესტრში ცვლილებების შეტანა.

2. გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში.

3. გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 17 ოქტომბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს №24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან ან განჩინების გაცნობიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე  ლ. ქოჩიაშვილი