განჩინება შპს "კოლხი"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ
2012 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს ,,კოლხის” მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,კოლხის” მიმართ.
შპს ,,კოლხის” კრედიტორთა პირველ კრებაზე შემოწმდა წარმოდგენილი მოთხოვნები, შედგა კრედიტორთა რეესტრი და შეიქმნა მომრიგებელი საბჭო.
2012 წლის 24 სექტემბერს შპს ,,კოლხის” მომრიგებელმა საბჭომ წარმოადგინა 2012 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს ,,კოლხის” გაკოტრების შესახებ.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ შპს ,,კოლხის” მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გაკოტრების შესახებ; ბ) რეაბილიტაციის შესახებ; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება იწყება მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად სასამართლოს მიერ გაკოტრების შესახებ გამოტანილი განჩინების გამოქვეყნებიდან. სასამართლოს განჩინება გაკოტრების შესახებ ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შეთხვევაში, შპს ,,კოლხის” მომრიგებელი საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,კოლხის” გაკოტრების შესახებ, რის გამოც შპს ,,კოლხის” მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
ამასთან, უნდა განემარტოთ კრედიტორებს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 36-ე, 37-ე და მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,კოლხის” მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
3. შპს ,,კოლხის” მომრიგებელი საბჭოს 2012 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება და განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი