განჩინება შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე№2/8772-2012
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013 წლი ს 10 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „კოლხის” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ”კოლხის” მიმართ.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნ ე ს შპს „კოლხის” კრედიტორთა კრება რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ კრედიტორთა განცხადების განხილვის მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნ ე ს შპს „კოლხის” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ კრედიტორთა განცხადების განხილვა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ე ს 2013 წლის 17 ივლისს, 15:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
3. დაევალოს შპს „კოლხის” გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „განჩინება შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „განჩინება შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.07.2013.
- როდის იქნა მიღებული „განჩინება შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „განჩინება შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 10.07.2013. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/8772-2012.
- სად არის „განჩინება შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.07.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „განჩინება შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/8772-2012, 10.07.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1969596/