მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება 2012 წ. 19 სექტემბერი - შპს "კოლხის" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნასთან დაკავშირებით

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს  „კოლხის”

მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება

 

2012 წ ლის 19 სექტემბერი

 

მომრიგებელი საბჭო,რომელიც შეიქმნა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის შესაბამისად, უფლებამოსილია კანონის 33-ე მუხლის მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: (1) გაკოტრების შესახებ; (2) რეაბილიტაციის შესახებ; (3) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მომრიგებელი საბჭოს წევრებმა გამოითხოვეს ინფორმაციები როგორც კრედიტორებისაგან, ასევე მოვალისაგან. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა საქმეში არსებული შემდეგი გარემოებები:

1) შპს „კოლხის” კრედიტორთაგან ორი წარმოადგენს კომერციულ ბანკს, რომელ ებმაც გასცეს კრედიტები და მათი უზრუნველყოფა მოახდინეს მოვალის ქონებით. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამ შე აჩერ ა საბანკო კრედიტზე პროცენტებისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა;

2) შპს „კოლხის” კრედიტორს წარმოადგენს ასევე სსიპ _ შემოსავლების სამსახური, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღიარებულია უზრუნველყოფილ კრედიტორად;

3) შპს „კოლხი” ეწევა პურის რეალიზაციას მხოლოდ ქ. თბილისსა და ბათუმში;

4) შპს „კოლხს” გააჩნია ქონება, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებულია 3 194.424 ლარად, ხოლო კრედიტორების ჯამური მოთხოვნა, საქმის მასალებზე დაყრდნობით შეადგენს 6 022 545,95 ლარს.

მომრიგებელმა საბჭომ გადაწყვეტილების მისაღებად გაითვალისწინა კრედიტორების მიერ წარმოდგენილი შემდეგი არგუმენტები:

1. კომერციული ბანკების, როგორც უზრუნველყოფილი კრედიტორების, საბანკო საქმი ანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ისინი პერიოდულად,ეროვნული ბანკი ს მითითებების შესაბამისად, ახდენენ პრობლემური სესხების ჩამოწერა ს. იმ შემთხვევაში, თუკი განხორციელდა მოვალის რეაბილიტაცია, რეაბილიტაციის პერიოდში ბანკებისათვის რიგითობის მიხედვით გადახდილი თანხები ჩა ეთვლება თ მათ შემოსავალში და დაიბეგრებიან მთლიანი თანხიდან. ასეთი გარემოება კი ბანკებისათვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის მომტანია. შესაბამისად, კომერციული ბანკები მიიჩნევენ, რომ მოვალის რეაბილიტაცია მათთვის მიუღებელია. ხოლო გაკოტრების გზით მოვალის ქონება უფრო სწრაფად მიექცევა აღსასრულებლად და ბანკების ფინანსური ზარალიც მიზერული იქნება.

2. გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაშია ოთხი უზრუნველყოფილი კრედიტორი ა, ანუ განცალკევებულად და უპირატესად დაკმაყოფილებაზე უფლებამოსილი პირები. უზრუნველყოფილ კრედიტორებ ი ს ჯამური მოთხოვნ ების მოცულობა შეადგენს 70,78%-ს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” კანონი შექმნილია კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვისათვის, თუმცა,უზრუნველყოფილი კრედიტორების ინტერესები სხვა კრედიტორებთან შედარებით უფრო უპირატესია. გარდა ამისა,უზრუნველყოფილ მა კრედიტორ ებმა თავის დროზე მოახდინეს თავიანთი მოთხოვნ ებ ის უზრუნველყოფა იპოთეკებით.

მომრიგებელმა საბჭომ გამო კითხვის წესით ინფორმაცია მიიღო უზრუნველყოფილი კრედიტორების აგან და მათი დამოკიდებულება მომრიგებელი საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შემდეგია:სს „საქართველოს ბანკი ”, სს „ვი თ იბი ბანკი ” და შპს „თბთ ჯგუფი ” მხარს უჭერენ გაკოტრებ ის წარმოების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. გამოკითხულ კრედიტორთა მოთხოვნათა ჯამი მთლიანობაში შეადგენს 62,3%-ს, ხოლო მეოთხე რიგის ჯამური მოთხოვნაში – 88,025%-ს.

3. მოვალე – შპს „კოლხი” უუნაროა, გაისტუმროს დაგროვილი ფინანსური ვალდებულებები, რაც გახდა მის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი. გარდა ამისა, შპს „კოლხის” ვალდებულებები მნიშვნელოვნად აღემატება მოვალის ქონებას. შპს „კოლხის” ქონება – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებულია 3 194.424 ლარად, ხოლო კრედიტორების ჯამური მოთხოვნა, საქმის მასალებზე დაყრდნობით შეადგენს 6 022 545,95 ლარს.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოვალეს გააჩნია ქონება, აღნიშნული ქონების გაყიდვის შემთხვევაშიც კი მიღებული ამონაგები ვერ უზრუნველყოფს მთლიანი დავალიანების – 6 022 545,95 ლარის გასტუმრებას. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს იმას, რომ შპს „კოლხი” გადახდისუუნარო სუბიექტია, მისი რეაბილიტაციის შანსები ნაკლებია და მის მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.

შპს „კოლხის ” რეაბილიტაციის რეჟიმში გადასასვლელად საჭიროა ფინანსური რესურსები, რაც დღეისათვის არ არსებობს: მოვალეს არ გააჩნია ანგარიშზე ფულადი სახსრები, მისი ქონების უდიდესი ნაწილი დატვირთულია ვალდებულებებით. ხოლო კომერციული ბანკები – კრედიტორები არ არიან მზად იმისათვის, რომ მოვალეს კრედიტის სახით მისცენ დამატებითი ფინანსური სახსრები.

გარდა ამისა, რეაბილიტაციის რეჟიმში გად ა სვლას სჭირდება ორი აუცილებელი პირობის განხორციელება:

1) ფინანსების მოზიდვა ;

2) მაღალი დონის მენეჯმენტი .

ზემოაღნიშნული პირობების შესრულება არარეალურია. ფინანსური სახსრების მოსაზიდად საჭირო იქნება არსებული ქონების გამოყენება, მისი ნაწილის რეალიზაცია, ვალდებულებებით დატვირთვა ან სხვა სახით მისი ოპტიმიზაცია. ხოლო მაღალი დონის მენეჯმენტის განსახორციელებლად საჭიროა პროფესიონალი კადრები და შესაბამისი ფინანსები. გარდა ამისა, მოცემული პირობების განხორციელება გარკვეულ დროსთანაც არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, არ არსებობს იმის პერსპექტივა, რომ განხორციელდეს მოვალის საწარმოების სრული რეაბილიტაცია, ვინაიდან მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნები საკმაოდ დიდია, ხოლო საქმიანობის სრულად წარმართვის რესურსები კი – მცირე. შემუშავებული რეაბილიტაციის გეგმა ვერ უზრუნველყოფს მოვალის წინაშე დასახული ამოცანების სრულყოფილად განხორციელებას, იმ პირობებში, რომ რეაბილიტაციის დროსაც კი აუცილებელია ყველა კრედიტორის სრულად დაკმაყოფილება. რეაბილიტაციის გეგმის განუხორციელებლობა კი რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ მიგვიყვანს მოვალის გაკოტრებამდე, ოღონდ გაუარესებული პირობებით: შემცირებული ქონებითა და გაზრდილი ვალდებულებებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომრიგებელი საბჭო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „კოლხის” რეაბილიტაცია არ არის ის სამართლებრივი გამოსავალი, რაც შესაძლებლობას მისცემს აღნიშნული კომპანიის კრედიტორებს სრულად დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „კოლხის” მომრიგებელმა საბჭომ მიიღო შემდეგი გ ა დ ა წ ყ ვ ე- ტ ი ლ ე ბ ა:

1. დაიწყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კოლხის” გაკოტრება;

2. ეთხოვოს საქალაქო სასამართლოს, უზრუნველყოს შესაბამისი განჩინების მიღება;

3. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.

 

შპს „კოლხის” მომრიგებელი საბჭოს წევრები:

ნოდარ პაპუკაშვილი            

როინ მიგრიაული    

ზურაბ ძლიერიშვილი