განჩინება შპს "კოლხი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8772-2012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

  საქართველოს სახელით

 კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის 5 ოქტომბერი                  

ქ. თბილისი 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,კოლხის” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,კოლხის” მიმართ მიმართ.

 შპს ,,კოლხის” კრედიტორთა პირველ კრებაზე შემოწმდა წარმოდგენილი მოთხოვნები, შედგა კრედიტორთა რეესტრი და შეიქმნა მომრიგებელი საბჭო.

 2012 წლის 24 სექტემბერს შპს ,,კოლხის” მომრიგებელმა საბჭომ წარმოადგინა 2012 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს ,,კოლხის” გაკოტრების შესახებ.

 სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს ,,კოლხის” კრედიტორთა კრება, გაკოტრების მმართველის დანიშვნის, დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმების და კრედიტორთა რეესტრში ცვლილებების შეტანის დღის წესრიგით.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,კოლხის” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

  1. გაკოტრების მმართველის არჩევა.

  2. დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა შემოწმება.

  3. კრედიტორთა რეესტრში ცვლილებების შეტანის საკითხი.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 18 ოქტომბერს 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს №24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან ან განჩინების გაცნობიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე              ლ. ქოჩიაშვილი