სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათ შორის ელექტრონული სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.10.2012 ბოლო ცვლილება 10.01.2024
ნომერი
№1-1/1862
სარეგისტრაციო კოდი
330010020.22.024.016239
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)
1
„სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათ შორის ელექტრონული სანებართო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის N1–1/1862 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
10.01.2024
2
„სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის N1–1/1862 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
21.11.2016

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1862

2012 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

 ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1).
2. დამტკიცდეს:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების სანებართვო მოწმობის ფორმა თანდართული სახით (დანართი №2);
ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა თანდართული სახით (დანართი №3);
3. დამტკიცდეს თანდართული სანებართვო მოწ მ ობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №4).
4. დამტკიცდეს თანდართული ადმინისტრაციული სამართა ლ დარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №5).
5. დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა თანდართული სახით (დანართი №6).
6. დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი თანდართული სახით (დანართი №7).
7. დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა (დანართი №8).
8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის №1–1/2502 ბრძანება „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების ფორმების, ადმინისტრაციული სამართალდარვევათა საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“.
9. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივერა ქობალია

ვბრძანებ:1.

დამტკიცდეს თანდართული სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1).2.

დამტკიცდეს:ა)

სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების სანებართვო მოწმობის ფორმა თანდართული სახით (დანართი №2);ბ)

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა თანდართული სახით (დანართი №3);3.

დამტკიცდეს თანდართული სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №4).4.

დამტკიცდეს თანდართული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №5).5.

დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა თანდართული სახით (დანართი №6).6.

დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი თანდართული სახით (დანართი №7).7.

დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა (დანართი №8).8.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის №1–1/2502 ბრძანება „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების ფორმების, ადმინისტრაციული სამართალდარვევათა საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“.9.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივერა ქობალია

📎 დანართები (1)
დანართი 1-8.doc DOC

დანართი №1

სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის მიხედვით.

მუხლი 2. სანებართვო მოწმობის ფორმების მომარაგება

1. სანებართვო მოწმობის ფორმების მომარაგებას სააგენტო ახორციელებს დამოუკიდებლად.

2. სანებართვო მოწმობის ფორმების შეკვეთას სააგენტო აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

3. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

მუხლი 3. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა

1. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.

2. სანებართვო მოწმობის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.

3. სათავსო, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

4. სანებართვო მოწმობის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.

მუხლი 4. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება

1. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება წარმოებს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. შევსებული ფორმების შესახებ ინფორმაცია შეიტანება სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში.

მუხლი 5. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა

1. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე.

2. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა მესამე პირზე ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე).

3. ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს ნებართვის მოწმობის მიღების ფაქტს ნებართვის გამცემის მიერ წარმოებულ სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში.

4. გაცემული ფორმების ქსეროასლი, დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ, ინახება ნებართვის მაძიებლის პირად საქმეში.

მუხლი 6. სანებართვო მოწმობის ფორმების დუბლიკატების გაცემა

1. სანებართვო მოწმობის ფორმების დაკარგვის შემთხვევაში სააგენტო გასცემს დუბლიკატს, მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.

2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის დამადასტურებელი საბუთი.

3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.

4. ნებართვის გამცემს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.

მუხლი 7. სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი

1. სააგენტო სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალს (შემდგომში – აღრიცხვის ჟურნალი) აწარმოებს ყოველი კალენდარული წლისათვის.

2. აღრიცხვის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იყოს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სააგენტოს უფროსის/მოადგილის ხელმოწერით და სააგენტოს ბეჭდით.

3. აღრიცხვის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება მუქი ფერის კალმით.

4. აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში – „შენიშვნა“ ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (მაგალითად – შესწორებულია მე-4 და მე-7 გრაფები (თარიღი, ხელმოწერა, გვარი და სახელი).

5. დასაშვებია ნებართვების აღრიცხვა აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონულ ვერსიაში, რომლის წერილობითი ფორმით ამობეჭდვა უნდა მოხდეს ყოველი წლის ბოლოს. აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონული ვერსიის მიმართ ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება მისი წერილობით ფორმით ამობეჭდვის შემდეგ.

6. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში აღრიცხვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება აღრიცხვის ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს აღრიცხვის ჟურნალის გაგრძელებას.

7. კალენდარული წლის ბოლოს აღრიცხვის ჟურნალში ყველა სანებართვო მოწმობის ფორმის რეგისტრაციის შემდეგ სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული სანებართვო მოწმობის ფორმის საერთო რაოდენობის შესახებ.

8. აღრიცხვის ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულში/ქვედანაყოფში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ იგი აღწერით ბარდება არქივს.

9. აღრიცხვის ჟურნალის შენახვისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს აღრიცხვის ჟურნალის და მასში ასახული მონაცემების დაცულობა.

10. აღრიცხვის ჟურნალი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11. სააგენტოში სანებართვო მოწმობის ფორმების მიღებაზე, გაცემაზე და შესაბამისი ფორმით აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირები/პირი განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 8. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს თანდართული ჩამოწერის აქტის მიხედვით, გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი 2

[pic]

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების

ნებართვა №

ნებართვისმფლობელი:_______________________________________________________________

(დასახელება და იურიდიული მისამართი)

საქმიანობისსახეობა:

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

ნებართვის გაცემის თარიღი: 201 წელი

სანებართვოპირობები: კანონმდებლობით, ნორმატიულ-ტექნიკური აქტებით დადგენილი მოთხოვნის

შესრულება.

1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას სანებართვო პირობები.

2. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აკონტროლებს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას.

ნებართვის მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელმა წერილობით უნდა მიმართოს სააგენტოს კანონით დადგენილი წესით დუბლიკატების გაცემის თაობაზე.

ნებართვაგაიცაუვადოდ.

(უფლებამოსილი თანამდებობის პირი) (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)

ბ.ა. 201 წლის __________ ________

დანართი 3

[pic]

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების

(გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის

ნებართვა №

(უფლებამოსილი თანამდებობის პირი) (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)

ბ.ა. 201 წლის __________ ________

სანებართვო პირობები:

ბ.ა.

დანართი №4

სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი

|№ |ბრძანების № და |სამმართველოს დასახელება |სანებართვო |ნებართვის |შეუვსებელი |ნებართვის მიმღები |ნებართვის მიმღების|შენიშვნა |

| |თარიღი |(ინდექსი) |მოწმობის № |სახეობა | |ორგანიზაცია |ხელმოწერა, თარიღი | |

| | | | | | | |და პ/მოწმობის | |

| | | | | | | |ნომერი | |

დანართი №5

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის წესს.

2. სააგენტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე.

მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოები

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს, განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ან სასამართლო.

მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები.

მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა, რომელიც ფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით (შემდგომში – ოქმი).

2. ოქმის ფორმების მომარაგებას სააგენტო ახორციელებს დამოუკიდებლად.

3. ოქმის ფორმების შეკვეთას სააგენტო აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

4. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

5. სააგენტოდან ოქმების გაცემა შესაბამის უფლებამოსილ პირებზე ხორციელდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ოქმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №7) (შემდგომში – ოქმების აღრიცხვის ჟურნალი) აღრიცხავს და გასცემს სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველო (შემდგომში – ადმინისტრაციული სამმართველო), მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

6. ოქმები ინახება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.

7. ოქმები უნდა ინახებოდეს ამ ფორმების გამოყენებაზე ან/და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან (პირებთან).

8. სათავსო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

9. ოქმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.

10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ოქმი დგება 2 (ორ) ეგზემპლარად თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №6).

11. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, უბრუნებს ოქმის ფორმის გამცემს.

12. ოქმი გასაცნობად წარედგინება სამართალდამრღვევ პირს. მას უფლება აქვს წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას.

13. ოქმს ხელს აწერენ: სააგენტოს უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევი პირი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე მოწმეები მათი არსებობის შემთხვევაში. თუ სამართალდამრღვევი პირი ხელს არ აწერს ოქმს, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

14. ოქმის ერთი ეგზემპლარი საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა მასალებთან ერთად რჩება სააგენტოში ან იგზავნება სასამართლოში, ხოლო მეორე – გადაეცემა სამართალდამრღვევ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც ოქმის ორივე ეგზემპლარზე ხელისმოწერით ადასტურებს ოქმის მიღებას.

15. თუ სამართალდამრღვევი პირი უარს იტყვის ოქმის მიღებაზე (ჩაბარებაზე), მასში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი შენიშვნები და განმარტებები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს საკუთარ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზები.

16. ოქმი მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს ოქმების აღრიცხვის ჟურნალში და რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს ან გადაეცეს იმ პირს ან ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

მუხლი 5. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი

1. სააგენტო ოქმების აღრიცხვის ჟურნალს აწარმოებს ყოველი კალენდარული წლისათვის.

2. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იყოს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სააგენტოს უფროსის/მოადგილის ხელმოწერით და სააგენტოს ბეჭდით.

3. ოქმების აღრიცხვის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება მუქი ფერის კალმით.

4. ოქმების აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ოქმების აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო მე-20 გრაფაში – „შენიშვნა“ ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, (მაგალითად – შესწორებულია მე-8 და მე-15 გრაფები (თარიღი, ხელმოწერა, გვარი და სახელი).

5. დასაშვებია ოქმების აღრიცხვა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონულ ვერსიაში, რომლის წერილობითი ფორმით ამობეჭდვა უნდა მოხდეს ყოველი წლის ბოლოს. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონული ვერსიის მიმართ ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება მისი წერილობით ფორმით ამობეჭდვის შემდეგ.

6. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ოქმების აღრიცხვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ოქმების აღრიცხვის ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს ოქმების აღრიცხვის ჟურნალის გაგრძელებას.

7. კალენდარული წლის ბოლოს ოქმების აღრიცხვის ჟურნალში ყველა ოქმის რეგისტრაციის შემდეგ სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული ოქმების საერთო რაოდენობის შესახებ.

8. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულში/ქვედანაყოფში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ იგი აღწერით ბარდება არქივს.

9. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის შენახვისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ოქმების აღრიცხვის ჟურნალის და მასში ასახული მონაცემების დაცულობა.

10. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11. სააგენტოში ოქმების მიღებაზე, გაცემაზე და შესაბამისი ფორმით აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირები/პირი განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა

1. ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა სააგენტო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება დადგენილების სახით. აღნიშნული ვადის დარღვევით გამოცემული დადგენილება ბათილია და შესაბამისად უნდა მოხდეს ოქმის ჩამოწერა.

2. თუ ოქმში არ ფიქსირდება დანართი №6-ით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი ან ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, სააგენტოს უფროსი/მისი მოადგილე გამოსცემს დადგენილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში პირს სანქცია არ დაეკისრება.

3. სააგენტო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ვალდებულია დაადგინოს:

ა) განეკუთვნება თუ არა საქმე სააგენტოს კომპეტენციას;

ბ) გამოთხოვილია ან/და მიღებულია თუ არა პირისაგან დამატებითი დოკუმენტები;

გ) ოქმის შედგენის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა;

დ) ჩადენილია თუ არა პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;

ე) ექვემდებარება თუ არა პირი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

4. გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო ვალდებულია შეაგროვოს, გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმეზე არსებული მტკიცებულებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ის მონაცემი, რომლის საფუძველზეც დადგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა და რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმეზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მონაცემები და გარემოებები დგინდება შემდეგი საშუალებებით: ოქმით, სამართალდამრღვევი პირის შენიშვნებითა და განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით, ოქმის შემდგენელი პირის ახსნა-განმარტებით და სხვა.

7. სააგენტოს უფროსი/მისი მოადგილე, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კანონმდებლობით, ახდენს მტკიცებულებების შეფასებას და საქმეზე არსებული გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ან საურავის დარიცხვის შესახებ.

8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სააგენტოს მიერ მიღებული დადგენილების ასლი მხარეს ეგზავნება ან ჩაბარდება 3 დღის ვადაში.

მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს თანდართული ჩამოწერის აქტის მიხედვით, გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №6

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

ოქმი №

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ

_________________________ ____________________

(ოქმის შედგენის ადგილი) (თარიღი)

ოქმის შემდგენელი:______________________________________________________________________

(თანამდებობა, სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი)

________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

სამართალდამრღვევი: –––––––––––––––

(პირის სახელი, გვარი, პირადი №, საცხოვრებელი ადგილი/

_____________________________________________________________________________________________

სამართალამრღვევი იურიდიული პირის სახელწოდება, საიდენტიფიკაციონომერი,

იურიდიული მისამართი,

___________________________________________________________________________________

წარმომადგენლობაზეუფლებამოსილიპირისმონაცემები)

___________________________________________________________________________________

გამოვავლინე, რომ ___________________________________________________________________

(დარღვევის აღწერა ნორმატიული აქტის შესაბამისი მუხლების, პუნქტების მითითებით)

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

რაც წარმოადგენს________________________________________________________

(შესაბამისი ნორმატიული აქტის დასახელება)

____________________________________________________________________დარღვევას.

(მუხლის ან მუხლს ნაწილის)

დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-

ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ____________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

მოწმეებს (მათი არსებობის შემთხვევაში) განემარტათ თავიანთიუფლება-მოვალეობები,

გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 256-ე მუხლით.

მოწმე:______________________________________________________________________________

(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მისამართი)

___________________________________________________________________________________

დაილუქა შემდეგი ნივთები და დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

______________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

ოქმის განმხილველი ორგანო _____________________________________________________

(დასახელება)

მოწმეების (მათი დასწრების შემთხვევაში) ხელმოწერები: _______________________________

____________________________________________________________________________________

ოქმისშემდგენელი__________________________________________________________________

(ხელმოწერა)

სამართალდამრღვევი___________________________________________________________________

(ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა)

ოქმის ერთი პირი მივიღე

___________________________________________________________________________

(სამართალდამრღვევის ხელმოწერა)

დანართი №7

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი

|N |ოქმის გამოცემის |ოქმის ნომერი |ოქმის გამცემი |

| |თარიღი | |ოქმის მიმღები |

| | | | |

| | | |გვარი |

| | | |სახელი |

| | | |თანამდებობა |

| | | |გვარი |

| | | |სახელი |

| | | |თანამდებობა |

| | | | |

|1 |2 |3 |4 |5 |6 |7 |8 |9 |

| | | | | | | | | |

| | | | | | | | | |

| | | | | | | | | |

| | | | | | | | | |

გაგრძელება

|ოქმის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის |შედგენილი (გამოყენებული) ოქმები |

|ნომერი და თარიღი | |

| |გვარი |

| |სახელი |

| |თანამდებობა |

| |ოქმის შედგენის თარიღი |

| | |

|10 |11 |12 |13 |14 |

| | | | | |

| | | | | |

| | | | | |

| | | | | |

გაგრძელება

|დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები |შეინიშვნა |

| | |

|დაბრუნების თარიღი | |

|ჩამოწერის აქტის ნომერი | |

|გვარი | |

|სახელი | |

|თანამდებობა | |

| | |

|15 |16 |17 |18 |19 |20 |

| | | | | | |

| | | | | | |

| | | | | | |

| | | | | | |

| | | | | | |

დანართი №8

აქტი№

ქ.თბილისი „--------“ „------------------------------“ 201-------წ.

გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ

|№ |ოქმის დასახელება |რაოდენობა |ოქმის ექსკლუზიური ნომერი |

|1 |2 |3 |4 |

| | | | |

| | | | |

| | | | |

| | | | |

| | | | |

| | | | |

| | | | |

| | | | |

ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ფორმების ჩამოწერის

სისწორეს.

სააგენტოს უფროსი /--------------------------------/

ფორმების გამოყენებასა და

აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი /--------------------------------/