განჩინება შპს "ბათუმი გეიტის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2012 წლის 15 ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა შპს ,,ბათუმი გეიტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 17 აგვისტოს განჩინებით გაიხსნა შპს ,,ბათუმი გეიტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება.
2012 წლის 12 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ბათუმი გეიტის’’გაკოტრების მმართველმა , სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით თამაზ კიკიანმა, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს ,,ბათუმი გეიტის’’ გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა;
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენის, ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილების და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების დღის წესრიგით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1 . მოწვეულ იქნეს შპს ,,ბათუმი გეიტის’’ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება .
2 . კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 23 ოქტომბერს , 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს №3 სხდომის დარბაზში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) .
3 . დაევალოს შპს ,,ბათუმი გეიტის’’ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4 . გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გ . მაკარიძე