საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/1872 |
|
2012 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ”ს” ქვეპუნქტის ა და ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
1.
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის თანდართული წესი.
|
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 27 აპრილის №1-1/1073 ბრძანება.
|
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
| მუხლი 1 |
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (შემდგომში – სამინისტრო) სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს. |
| მუხლი 2 |
სამინისტრო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და საჯარო სამსახურში ადაპტირების მიზნით უზრუნველყოფს სტაჟიორთა მიღებას, ხოლო სტუდენტთა შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით - პრაქტიკანტთა მიღებას. |
| მუხლი 3 |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: |
ა)
სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში გადის არაანაზღაურებად სტაჟირებას; |
ბ)
პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში გადის არაანაზღაურებად პრაქტიკას; |
გ)
კანდიდატი – პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს პრაქტიკა ან სტაჟირება სამინისტროში და წარმოდგენილი აქვს პრაქტიკის ან სტაჟირების გავლის შესახებ ამ წესით დადგენილი დოკუმენტები; |
დ)
სტუდენტი - პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურზე ან მაგისტრატურაში. |
| მუხლი 4 |
პრაქტიკანტთა/სტაჟიორთა რაოდენობა სტრუქტურულ ქვედანაყოფში არ უნდა აღემატებოდეს ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა 1/3-ს. |
| მუხლი 5 |
სტაჟირებისა და პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 6 თვემდე ვადით. |
| მუხლი 6 |
1.
პრაქტიკანტად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომლის წლიური აკადემიური მიღწევა შეფასებულია როგორც ,,ფრიადი” ან ,, ძალიან კარგი’’ ან ბოლო სემესტრული ქულების ჯამური მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკული უტოლდება ან აღემატება 75 ქულას. |
2.
შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით კანდიდატი დაშვებული იქნება პრაქტიკაზე. |
| მუხლი 7 |
კანდიდატმა სამინისტროში პრაქტიკის გასავლელად უნდა წარმოადგინოს: |
ა)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; |
ბ)
ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; |
გ)
სტუდენტის აკადემიური მოსწრების წიგნაკის ასლი ან/და ცნობა აკადემიური მიღწევის შესახებ; |
დ)
CurriculumVitae. |
| მუხლი 8 |
გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) წარდგინების საფუძველზე. |
| მუხლი 9 |
სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში პრაქტიკანტის გადაყვანა დასაშვებია მისი განცხადებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის საფუძველზე.
|
| მუხლი 10 |
1.
სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე 27 წლის ასაკამდე. |
2.
სამინისტროში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით, რომელიც ტარდება შემდეგ ეტაპებად: საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად აპლიკაციების გადარჩევა, ტესტირება ან/და გასაუბრება. |
3.
კონკურსის გამოცხადება ხდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. |
4.
კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: |
ა)
სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, სადაც ცხადდება კონკურსი; |
ბ)
კონკურსის თემატიკა, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კონკურსის ეტაპების გავლის პირობები; |
გ)
ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღების ელექტრონული მისამართისა და დროის შესახებ; |
5.
კომისიის წევრები გასაუბრებისას ავსებენ კანდიდატთა შეფასების ფორმას პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით (დანართი №1); |
6.
კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება სტაჟირების კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს პირველ ეტაპს. |
| მუხლი 11 |
1.
სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და სტაჟიორთა შერჩევის მიზნით იქმნება სტაჟირების საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. |
2.
კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, წევრებისა და მდივნისაგან. |
3.
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. |
4.
გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. კომისიის მდივანს არა აქვს ხმის მიცემის უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. |
5.
კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, წევრები და მდივანი. |
| მუხლი 12 |
1.
კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟიორად დასანიშნად. |
2.
კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით, შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე. |
3.
გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა შეფასების ფორმას გასაუბრების და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით. |
4.
კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ინდივიდუალურად ფასდება. |
5.
ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარე მინისტრს წარუდგენს იმ სტაჟირების კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის ეტაპები. |
| მუხლი 13 |
ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, სტაჟიორის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს, კომისიის წარდგინებით, მინისტრი ნიშნავს სტაჟიორებად. |
| მუხლი 14 |
1.
კანდიდატმა სამინისტროში სტაჟირების გასავლელად უნდა წარმოადგინოს: |
ა)
დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; |
ბ)
CurriculumVitae. |
2.
კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ შერჩეული კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: |
ა)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; |
ბ)
ერთი ფოტოსურათი (3X4). |
| მუხლი 15 |
1.
სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს წარუდგინოს სტაჟიორის შეფასება (დანართი №2), რის საფუძველზეც სამინისტრო გასცემს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ მოწმობას (დანართი №3). |
2.
სამინისტრო აძლევს პრაქტიკანტს მოწმობას (დანართი №4) პრაქტიკის გავლის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი დასაბუთებულ წერილობით უარს აცხადებს პრაქტიკანტის მიერ პრაქტიკის წარმატებით გავლის თაობაზე. |
| მუხლი 16 |
სტაჟიორს/პრაქტიკანტს უფლება აქვს: |
ა)
სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; |
ბ)
სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით გაეცნოს სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება; |
გ)
უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; |
დ)
ჰქონდეს სათანადო პირობები მასზე დაკისრებული დავალებების შესასრულებლად. |
| მუხლი 17 |
სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია: |
ა)
გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით; |
ბ)
დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას/პრაქტიკას; |
გ)
დროულად გამოცხადდეს სტაჟირების/პრაქტიკის გავლის ადგილას. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში გამოუცხადებლობის შესახებ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს; |
დ)
დაიცვას სამინისტროში დაცული და თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. |
| მუხლი 18 |
სამინისტრო სტაჟიორსა და პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. |
| მუხლი 19 |
1.
სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს/პრაქტიკანტს განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია, აკონტროლოს მათი შესრულება და შეაფასოს სტაჟიორი. |
2.
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პრაქტიკანტს აძლევს დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას. |
| მუხლი 20 |
1.
სტაჟირების ან პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია: |
ა)
სტაჟირების ან პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის დანაყოფში გამოუცხადებლობა; |
ბ)
დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; |
გ)
პირადი განცხადება; |
დ)
ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა; |
ე)
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა. |
2.
სტაჟირების და პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. |
3.
გადაწყვეტილება სტაჟირების ან პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ ფორმდება მინისტრის ბრძანებით. |
| მუხლი 21 |
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი ან პრაქტიკანტი კანონმდებლობის შესაბამისად დაინიშნა სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობაზე, მას სტაჟირება და პრაქტიკა ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა.
|
| მუხლი 22 |
სტაჟიორი ან პრაქტიკანტი, რომელსაც სტაჟირების ან პრაქტიკის ვადა შეუწყდა მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტროში განმეორებით სტაჟირებაზე ან პრაქტიკაზე არ დაიშვება. |
| მუხლი 23 |
სტაჟირებას და პრაქტიკას კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია სტაჟირებისა და პრაქტიკის საკითხებზე წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მინისტრს. |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
| მუხლი 1 |
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (შემდგომში – სამინისტრო) სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს. |
| მუხლი 2 |
სამინისტრო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და საჯარო სამსახურში ადაპტირების მიზნით უზრუნველყოფს სტაჟიორთა მიღებას, ხოლო სტუდენტთა შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით - პრაქტიკანტთა მიღებას. |
| მუხლი 3 |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: |
ა) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში გადის არაანაზღაურებად სტაჟირებას; |
ბ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში გადის არაანაზღაურებად პრაქტიკას; |
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს პრაქტიკა ან სტაჟირება სამინისტროში და წარმოდგენილი აქვს პრაქტიკის ან სტაჟირების გავლის შესახებ ამ წესით დადგენილი დოკუმენტები; |
დ) სტუდენტი - პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურზე ან მაგისტრატურაში. |
| მუხლი 4 |
პრაქტიკანტთა/სტაჟიორთა რაოდენობა სტრუქტურულ ქვედანაყოფში არ უნდა აღემატებოდეს ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა 1/3-ს. |
| მუხლი 5 |
სტაჟირებისა და პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 6 თვემდე ვადით.თავი II პრაქტიკანტად მიღება |
| მუხლი 6 |
1. პრაქტიკანტად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომლის წლიური აკადემიური მიღწევა შეფასებულია როგორც ,,ფრიადი” ან ,, ძალიან კარგი’’ ან ბოლო სემესტრული ქულების ჯამური მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკული უტოლდება ან აღემატება 75 ქულას. |
2. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით კანდიდატი დაშვებული იქნება პრაქტიკაზე. |
| მუხლი 7 |
კანდიდატმა სამინისტროში პრაქტიკის გასავლელად უნდა წარმოადგინოს: |
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; |
ბ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; |
გ) სტუდენტის აკადემიური მოსწრების წიგნაკის ასლი ან/და ცნობა აკადემიური მიღწევის შესახებ; |
დ) CurriculumVitae. |
| მუხლი 8 |
გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) წარდგინების საფუძველზე. |
| მუხლი 9 |
სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში პრაქტიკანტის გადაყვანა დასაშვებია მისი განცხადებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის საფუძველზე.
|
| მუხლი 10 |
1. სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე 27 წლის ასაკამდე. |
2. სამინისტროში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით, რომელიც ტარდება შემდეგ ეტაპებად: საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად აპლიკაციების გადარჩევა, ტესტირება ან/და გასაუბრება. |
3. კონკურსის გამოცხადება ხდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. |
4. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: |
ა) სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, სადაც ცხადდება კონკურსი; |
ბ) კონკურსის თემატიკა, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კონკურსის ეტაპების გავლის პირობები; |
გ) ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღების ელექტრონული მისამართისა და დროის შესახებ; |
5. კომისიის წევრები გასაუბრებისას ავსებენ კანდიდატთა შეფასების ფორმას პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით (დანართი №1); |
6. კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება სტაჟირების კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს პირველ ეტაპს. |
| მუხლი 11 |
1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და სტაჟიორთა შერჩევის მიზნით იქმნება სტაჟირების საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. |
2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, წევრებისა და მდივნისაგან. |
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. |
4. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. კომისიის მდივანს არა აქვს ხმის მიცემის უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. |
5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, წევრები და მდივანი. |
| მუხლი 12 |
1. კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟიორად დასანიშნად. |
2. კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით, შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე. |
3. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა შეფასების ფორმას გასაუბრების და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით. |
4. კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ინდივიდუალურად ფასდება. |
5. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარე მინისტრს წარუდგენს იმ სტაჟირების კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის ეტაპები. |
| მუხლი 13 |
ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, სტაჟიორის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს, კომისიის წარდგინებით, მინისტრი ნიშნავს სტაჟიორებად. |
| მუხლი 14 |
1. კანდიდატმა სამინისტროში სტაჟირების გასავლელად უნდა წარმოადგინოს: |
ა) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; |
ბ) CurriculumVitae. |
|
2. კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ შერჩეული კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: |
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; |
ბ) ერთი ფოტოსურათი (3X4).თავი IV სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის დადასტურება |
| მუხლი 15 |
1. სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს წარუდგინოს სტაჟიორის შეფასება (დანართი №2), რის საფუძველზეც სამინისტრო გასცემს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ მოწმობას (დანართი №3). |
2. სამინისტრო აძლევს პრაქტიკანტს მოწმობას (დანართი №4) პრაქტიკის გავლის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი დასაბუთებულ წერილობით უარს აცხადებს პრაქტიკანტის მიერ პრაქტიკის წარმატებით გავლის თაობაზე.თავი V სტაჟიორისა და პრაქტიკანტის უფლებები და მოვალეობები მუხლი 16 |
სტაჟიორს/პრაქტიკანტს უფლება აქვს: |
ა) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; |
ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით გაეცნოს სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება; |
გ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; |
დ) ჰქონდეს სათანადო პირობები მასზე დაკისრებული დავალებების შესასრულებლად. |
| მუხლი 17 |
სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია: |
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით; |
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას/პრაქტიკას; |
გ) დროულად გამოცხადდეს სტაჟირების/პრაქტიკის გავლის ადგილას. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში გამოუცხადებლობის შესახებ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს; |
დ) დაიცვას სამინისტროში დაცული და თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.თავი VI სამინისტროს მოვალეობები |
| მუხლი 18 |
სამინისტრო სტაჟიორსა და პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. |
| მუხლი 19 |
1. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს/პრაქტიკანტს განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია, აკონტროლოს მათი შესრულება და შეაფასოს სტაჟიორი. |
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პრაქტიკანტს აძლევს დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას.თავი VII სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის სხვა პირობები მუხლი 20 |
1. სტაჟირების ან პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია: |
ა) სტაჟირების ან პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის დანაყოფში გამოუცხადებლობა; |
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; |
გ) პირადი განცხადება; |
დ) ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა; |
ე) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა. |
2. სტაჟირების და პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. |
3. გადაწყვეტილება სტაჟირების ან პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ ფორმდება მინისტრის ბრძანებით. |
| მუხლი 21 |
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი ან პრაქტიკანტი კანონმდებლობის შესაბამისად დაინიშნა სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობაზე, მას სტაჟირება და პრაქტიკა ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა.
მუხლი 22 |
სტაჟიორი ან პრაქტიკანტი, რომელსაც სტაჟირების ან პრაქტიკის ვადა შეუწყდა მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტროში განმეორებით სტაჟირებაზე ან პრაქტიკაზე არ დაიშვება. |
| მუხლი 23 |
სტაჟირებას და პრაქტიკას კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია სტაჟირებისა და პრაქტიკის საკითხებზე წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მინისტრს. |