ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამის დაფინანსების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №433 |
|
2012 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:
ა) პროგრამის დაფინანსების მიზნით უზრუნველყონ ყოველწლიურად 13 300 000 ლარის გათვალისწინება სახელმწიფო ბიუჯეტში;
ბ) 2012 წლის განმავლობაში პროგრამის დასაფინანსებლად საჭირო ასიგნებები, 4 200 000 ლარის ოდენობით, გაითვალისწინონ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს.
3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 35 02 02).
ა) სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტრირებული ოჯახების (70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ბ) სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული მრავალშვილიანი (3 და მეტი ბავშვი) ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა;
გ) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადების თანაგადახდის სახით ერთჯერადი მატერიალური დახმარების დარიცხვა, კერძოდ: ერთსულიან ოჯახზე – 100 ლარი; ორსულიან ოჯახზე – 110 ლარი; სამსულიან ოჯახზე – 130 ლარი; ოთხსულიან ოჯახზე – 140 ლარი; ხუთსულიან ოჯახზე – 150 ლარი; ექვს- და მეტსულიან ოჯახზე – 180 ლარი, მათ შორის: საკომუნიკაციო გადასახადის თანაგადახდის სახით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა ოჯახისათვის – 25 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ყოველთვიური თანაგადახდა წყლისა და დასუფთავების გადასახადებზე 50%-ის ოდენობით;
ბ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (3 და მეტი ბავშვი) ოჯახებისათვის საბანკო ვიზა პლასტიკურ ბარათზე ყოველთვიურად ერთჯერადი მატერიალური დახმარების დარიცხვა 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით;
გ) ქ. თბილისის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური განათლების ფასიან სექტორებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სწავლების ღირებულების 50%-ის დარიცხვა სასწავლებლების საბანკო ანგარიშებზე, სემესტრების მიხედვით. 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სწავლების ღირებულების ანაზღაურება მუნიციპალური სპორტული, სამუსიკო სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრების მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამის დაფინანსების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.10.2012.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამის დაფინანსების შესახებ“?
- „ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამის დაფინანსების შესახებ“ მიღებულია 19.10.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №433. სარეგისტრაციო კოდი — 010270000.10.003.017109.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამის დაფინანსების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.10.2012-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამის დაფინანსების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამის დაფინანსების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამის დაფინანსების შესახებ“, №433, 19.10.2012, სარეგისტრაციო კოდი 010270000.10.003.017109 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1761032/