ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.10.2012 ძალადაკარგული 31.10.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№434
სარეგისტრაციო კოდი
010270000.10.003.017110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №434

2012 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და  საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიივანე მერაბიშვილი



 

ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის დაფინანსების წყარო და ბიუჯეტი
1. ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) დაფინანსების წყაროს წარმოადგენს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  და საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

ა) პროგრამის დაფინანსების მიზნით უზრუნველყონ ყოველწლიურად 15 300 000 ლარის  სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინება;

ბ) 2012 წლის განმავლობაში პროგრამის დასაფინანსებლად საჭირო ასიგნებები, 4 745 000 ლარის ოდენობით, გაითვალისწინონ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს.

3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 35 03 01).


მუხლი 2. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველთა პროგრამაში 70 000-იდან 100 000 სარეიტინგო ქულამდე და ქულის არმქონე უმწეო და გაჭირვებული ოჯახების, საბავშვო ბაგა-ბაღებში, ხელოვნების სკოლებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და ფოლკლორის სასახლეში მომუშავე პერსონალისა და საგანგებო სიტუაციების მაშველების, მეხანძრეების და სხვა კატეგორიის პირთა სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა.

მუხლი 3. პროგრამის არსი და მისი დაფინანსების მექანიზმები
პროგრამის დანიშნულებაა, სოციალურად დაუცველთა პროგრამაში 70 000-იდან  100 000 სარეიტინგო ქულამდე მქონე ოჯახების, ქულის არმქონე უმწეო და გაჭირვებული ოჯახების, საბავშვო ბაგა-ბაღებში, ხელოვნების სკოლებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და ფოლკლორის სასახლეში მომუშავე პერსონალისა და საგანგებო სიტუაციების მაშველების, მეხანძრეების და სხვა კატეგორიის პირთა უზრუნველყოფა სამედიცინო დაზღვევით და ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებისათვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.10.2012.
როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის შესახებ“?
„ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის შესახებ“ მიღებულია 19.10.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №434. სარეგისტრაციო კოდი — 010270000.10.003.017110.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.10.2012-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის შესახებ“, №434, 19.10.2012, სარეგისტრაციო კოდი 010270000.10.003.017110 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1761061/