ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2012 წლის 22 ოქტომბერი ქ.ბოლნისი |
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) მოქმედებს სამსახურის სახელით;
გ) პასუხისმგებელია სამსახურის ფუნქციების შესრულებაზე;
დ) თვალყურს ადევნებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) დადგენილი წესით ადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის შესახებ;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ა) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადებას;
ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;
გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;
დ)მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;
ე) შესყიდვის პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
ვ) შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას;
ზ) შესყიდვის პროცედურის კანონიერების დაცვას, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას;
თ)დაინტერესებულ საბიუჯეტო ორგანიზაციათა და მხარჯავ დაწესებულებათა წარმომადგენლებთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სემინარების და თათბირების ჩატარებას;
ი) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
კ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ლ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადებას;
მ) სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების აღრიცხვას; არქივის წარმოებას;
ნ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების ცვლილებებთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას;
ო) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას;
პ) მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით ანგარიშგების წესების შესრულების დროულობისა და ხარისხის მონიტორინგს;
ჟ) ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნის, განვითარებისა და განახლების უზრუნველყოფას, რისთვისაც მოიპოვებს და ერთიანი სისტემატიზირებული ფორმით აგროვებს ინფორმაციას შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და საქონლის მოწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების, აგრეთვე მათ მიერ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების (ასეთის შემთხვევაში) შესრულების შესახებ;
რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.