სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2012 წლის 26 ოქტომბერი ქ. სენაკი |
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2012 წლის 26 ოქტომბერი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:მუხლი 1
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად.მუხლი 2
ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №30 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 03/06/2012წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016050).მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუხლი 4
დადგენილების №1 დანართის პირველი, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 12 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.მუხლი 5
დადგენილების №1 დანართის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.მუხლი 6
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ნარმანია
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
№
თანამდებობათა დასახელება
თანამდებობათა სარგოები
(ლარებში)
1
საკრებულოს თავმჯდომარე
2650
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1700
3
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე,საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
1350
4
აპარატის უფროსი
1000
5
სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი
(განყოფილების უფროსი)
790
უმცროსი საჯარო თანამდებობა
6
მთავარი სპეციალისტი
560
7
წამყვანი სპეციალისტი
520
8
სპეციალისტი
470