სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.10.2012 ძალადაკარგული 28.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.108.016109
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2012 წლის 26 ოქტომბერი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების დანართი №4-ის შესაბამისად,

    სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 თებერვლის  №9 დადგენილება (www.matsne.gov.ge.  29/02/2012 წ. სარეგისტრაციო კოდი:010250050.35.108.016088).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილების №1 დანართის პირველი, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 12 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 5
დადგენილების №1 დანართის   მე-2 და მე-3  პუნქტების მოქმედება გავრცელდეს  2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 6
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ნარმანია



დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

 

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობათა სარგოები (ლარებში)

1

გამგებელი

2650

2

გამგებლის მოადგილე

1300

3

სამსახურის უფროსი, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

1000

4

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

810

5

გამგებლის თანაშემწე

790

უმცროსი საჯარო თანამდებობა, მათ შორის:

6

მთავარი სპეციალისტი

560

7

წამყვანი სპეციალისტი

520

8

უფროსი სპეციალისტი

490

9

სპეციალისტი

470