უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1611/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1611/ო

 

2012 წლის 18 ოქტომბერი

 

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

 

 „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის  36-ე მუხლის საფუძველზე:

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება: სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ (მისამართი: ქ. თბილისი, ქერჩის ქ. №8) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“(მისამართი: ქ. თბილისი, ქერჩის ქ. №8) .
2. შპს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრზე“(მისამართი: ქ. თბილისი, ქერჩის ქ. №8) გაიცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში , საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი:შპს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორის გ. თოდუას განცხადება №82395 , 16.10.2012წ.

 

სააგენტოს უფროსი                          გ. თვალავაძე