ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2012 წლის 30 ოქტომბერი ქ. ოზურგეთი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დადგინდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით" გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობა:
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:
ა)
ცენტრალურ ზონაში 1 კვ. მ-ზე 5.9904 ლარი;
ბ)
შუალედურ ზონაში 1 კვ. მ-ზე 1.9968 ლარი;
გ)
პერიფერიულ ზონაში 1 კვ. მ-ზე 1.7472 ლარი.
დ)
დაბა ურეკის სარეკრიაციო ზონაში 1 კვ. მ-ზე 21.9648 ლარი;
ე)
მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე 1 კვ. მ-ზე 0,539136 ლარი.
მუხლი 2
. დადგინდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით სასყიდლით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა უძრავ-მოძრავი ქონების საბალანსო ნარჩენი ღირებულების 5%-ით, ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ შეფასებული ქონების ღირებულების 5%-ით.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 დეკემბრის №109 დადგენილება.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“?
- „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ მიღებულია 30.10.2012. მიმღები ორგანო — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.35.113.016107.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.02.2015-დან.
- სად არის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“, №33, 30.10.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.113.016107 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1768978/