„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №436 |
|
2012 წლის 31 ოქტომბერი ქ.თბილისი |
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავრობის მუშაობის, მთავრობის გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვის, სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, აგრეთვე მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება მთავრობის რეგლამენტით (შემდგომში – რეგლამენტი).“.
2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მთავრობის სამართლებრივი აქტები შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე მათი განხილვისა და მოწონების შემდეგ, ან „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით, ან მთავრობის წევრთა გამოკითხვის წესით, ამ რეგლამენტის მე-18 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში.“.
3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. პროექტის ინიციირების წესი
1. ინიციატორი უწყება მომზადებულ პროექტს საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრების აპარატებს უგზავნის, როგორც წესი, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი პროექტის ინიციირება შესაძლებელია ასევე დოკუმენტური (მატერიალური) ფორმით, ამ რეგლამენტის მე‑18 მუხლის შესაბამისად.
2. ინფორმაცია საკითხის ინიციირების შესახებ პროექტთან ერთად ავტომატურ რეჟიმში პარალელურად ეგზავნება მთავრობის კანცელარიას. ინიციატორი უწყება ინფორმაციაში ასევე უთითებს პროექტის შემდგომი მსვლელობის ფორმას, რომელიც გულისხმობს პროექტის მიღებას მთავრობის სხდომაზე ან „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
3. მთავრობის კანცელარიის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს პრემიერ‑მინისტრთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება პროექტისათვის ამა თუ იმ ფორმით შემდგომი მსვლელობის მიცემის თაობაზე.“.
4. მე‑18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. სამართლებრივი აქტის მიღების განსაკუთრებული წესი
1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მთავრობის კანცელარიის თანხმობით, პროექტი შემუშავდება და მიიღება დოკუმენტური (მატერიალური) ფორმით, მთავრობის სხდომაზე განხილვის ან მთავრობის წევრთა გამოკითხვის წესით.
2. მთავრობის სხდომაზე განსახილველი, დადგენილი წესით შეთანხმებული პროექტები თანდართულ მასალებთან ერთად მთავრობის კანცელარიას წარედგინება მთავრობის სხდომამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
3. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში საკითხების შეტანამდე, პროექტის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, მთავრობის კანცელარიის შესაბამისი ქვედანაყოფი უზრუნველყოფს პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას.
4. მთავრობის სხდომის დღის წესრიგის შედგენა, მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვა, მიღება და ხელმოწერა ხორციელდება ამ რეგლამენტის V თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
5. გამოკითხვის წესით საკითხის განხილვის მიზნით ინიციატორი უწყება დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს მთავრობის კანცელარიის უფლებამოსილ პირს. მისი თანხმობისას ინიციატორი უწყება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, დოკუმენტური (მატერიალური) ფორმით ამზადებს პროექტს და მას წარუდგენს მთავრობის ყველა წევრს ან მათ მიერ უფლებამოსილ პირებს, რომლებიც „შეთანხმების ფურცელზე“ ხელმოწერით ადასტურებენ თავიანთ პოზიციას („მომხრე“, „წინააღმდეგი“).
6. თუ მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მხარს დაუჭერს პროექტს, იგი „შეთანხმების ფურცელთან“ ერთად წარედგინება მთავრობის კანცელარიას.
7. მთავრობის კანცელარია შესაბამისი ქვედანაყოფების მეშვეობით უზრუნველყოფს პროექტის ექსპერტიზასა და ხელმოსაწერად მომზადებას, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მთავრობის მიერ გამოკითხვის წესით მიღებულ სამართლებრივ აქტს.
8. ამ მუხლის შესაბამისად მიღებული მთავრობის სამართლებრივი აქტები ფორმდება და იგზავნება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.“.
5. 21‑ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი დგება ამ რეგლამენტის II და III თავებით ან მე‑18 მუხლით დადგენილი შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, მთავრობის კანცელარიის შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში, ამ რეგლამენტის მე-20 მუხლის გათვალისწინებით.“.
6. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. მთავრობის სხდომაზე მიღებული პროექტის ხელმოწერა
1. მთავრობის სხდომაზე მიღებული პროექტების რედაქტირებულ ვერსიას 2 სამუშაო დღეში „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტების“ ველში სვამს უფლებამოსილი პირი. პრემიერ-მინისტრი „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტების“ ველში განთავსებულ მთავრობის სამართლებრივ აქტს ხელს აწერს 3 სამუშაო დღეში.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე დოკუმენტური (მატერიალური) ფორმით მიღებულ, შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ რედაქტირებულ პროექტს იმავე ან მეორე დღეს ხელს აწერს პრემიერ‑მინისტრი.“.
7. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ რეგლამენტის მე-17 მუხლით ან 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელმოწერის შემდეგ მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით ავტომატურად გასაფორმებლად ეგზავნება მთავრობის კანცელარიის შესაბამის ქვედანაყოფს, ხოლო ამ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე შენიშვნის გარეშე მიღებულ სამართლებრივ აქტს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი ქვედანაყოფი დადგენილი წესით აფორმებს იმავე ან მეორე დღეს.“.
8. 27-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, იტვირთება და ინახება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში.“.
დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 30 ოქტომბრიდან.
|